Saturday, 10 November 2018

გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი გვარი, წითელაშვილი ხათუნა პ.ნ 18001034973
საგანი  ქართული ენა
სწავლების საფეხური:    დაწყებითი საფეხური                       კლასი 2
გაკვეთილის თემა         ნ .აღნიაშვილის ,, პაპა და ყალიონი“
გაკვეთილის მიზანია
-მოსწავლეები შეძლებენ გამართული მეტყველებით გადმოსცენ და დაახასიათონ წელიწადის დრო ზამთარი (შეავსონ გონებრივი იერიშის რუკა)
_მოსწავლეები მოდელზე დაკვირვებით პლასტელინით დაამზადებენ ,,ყალიონს’“
-მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ ტექსტის ,,პაპა და ყალიონი“ მასწავლებლის მიერ პაუზებად კითხვის დროს
-მოსწავლეები სწორად ახსნიან მასწავლებლის დახმარებით ახალ ლექსიკურ ერთეულებს
-მოსწავლეები შეძლებენ მასწავლებლის მიერ დასმული გამოკრებითი კითხვებით განივითარონ ტექსტის სწორად გააზრების უნარი
-მოსწავლეები მოახერხებენ ტექსტის სიღრმისეულ წვდომას
-მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში, დაახასიათებენ პერსონაჟებს.
-მოსწავლეები მოახდენენ ენობრივ მასალაზე დაკვირვებას. ივარჯიშებენ ორთოეპიასა და ორთოგრაფია.

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)

    გამოწვევის ფაზა

1
გაკვეთილის თემის მიზნებისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა

საერთო საკლასო
ქცევის წესების პლაკატი
3წთ

2
მოსწავლეები იხსენებენ წელიწადის დროებს, ასახელებენ ზამთრის თვეებს, ახასიათებენ ზამთარს და შესაფერისი სიტყვების გამოყენებით ავსებენ დაფაზე გამოკრულ გონებრივი იერიშის რუკას
გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
გონებრივი იერიშის რუკა
3წთ.

3
მოსწავლეებს მასწავლებელი აკვირვებს მოსწავლეებს თოვლის პაპაზე რომელსაც აქვს ყალიონი.ყურადრება მახვილდება ყალიონზე, რომლის მნიშვნელობა აიხსნება პერიფრაზით და სინონიმით ,, ჩიბუხი“.
მოდელზე დაკვირვებით მსგავსის შექმნა
საერთო საკლასო
პლასტელინი
4წთ.

   შინაარსის რეალიზება

4
მასწავლებელი  კითხულობს ტექსტ ,,პაპა და ყალიონი“.  ,,შინისაკენ მოკურცხლა“... სთავაზობს მოსწავლეებს წარმოადგინონ სიუჟეტის განვითარების საკუთარი ვარიანტი, შეავსონ ვარაუდების ცხრილი.
ვარაუდების ცხრილის შევსება
საერთო საკლასო
საწერ კალამი ,სტიკერი ვარაუდების ცხრილი
3 წთ

5
მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ ნაწილ-ნაწილ,გაგრძელებებით და გზადაგზა მათი აქტიურობით, მასწავლებლის დახმარებით აიხსნება ახალი სიტყვები: ყალიონი- თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა
ბარდნიდა-მსხვილ ფანტელებად თოვდა
ჭკუაში ჩაუჯდა- მოეწონა
მოკურცხლა- სწრაფად გაიქცა
კომენტირებული
კითხვის მეთოდი
საერთო საკლასო
სახელმძვანელო
4 წთ

6
მასწავლებელი სვამს კითხვებს ,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის აღქმაში
გონებრივი იერიში
სართო საკლასო
სახელმძღვანელო
4 წთ

7
წუთშესვენება



1წთ

რეფლექსია

8
ურთიერთ თანამშრომლობითი უნარის განვითარებისათვის მასწავლებელი კლასს ყოფს სამ ჟგუფად,ახსენებს ჯგუფური მუშაობის და აძლევს დავალებებს
პირველი ჯგ: პაპას დახასიათება
მეორე ჯგ:მაიას დახასიათება
მესამე  ჯგ:გიას დახასიათება
ჯგუფური მუშაობის მეთოდი
ჯგუფური მუშაობა
კალამი ფურცელი
10წთ

9
საშინაო დავალება
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს :ახალი სიტყვების გამოყენებიტ შეადგინონ და დაწერონ წინადადებები
წერითი მუშაობის მეთოდი
საერთო საკლასო
რვეული კალამი
6წთ

10
გაკვეთილის შეჯამება
მასწავლებელი გადახედავს გაკვეთილის მიზანს და ახდენს შეფასებას განმავითარებელი უკუკავშირით .
მოსწავლეთა შეფასება
განმავითარებელი სიტყვიერი კომენტარებით




7წთ










გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ქართ.ii მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.ii.4.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა
ქართ.ii.5.მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.
ქართ.ii.6.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ  წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება.
ხათუნა წითელაშვილი
20 ოქტომბერი

No comments:

Post a Comment