სასკოლო კლუბი-2

27.02.2019
დედის დღე



დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ. ასევე განსხვავებულია მისი დაწესების ისტორია. 

საქართველოში დედის დღე 3 მარტია. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.


დედის დღის" სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს. დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ. დედის დღის ტრადიციები ძირითადად მოიცავს საუზმეს საწოლში, ყვავილების თაიგულს, ღია ბარათებს ან საჩუქარს, და ვახშამზე დაპატიჟებას.


დიდ ბრიტანეთში დედის დღის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და ის აღინიშნება მარხვის მეოთხე კვირას, გამომდინარე აქედან, მისი თარიღი მუდმივად ცვალებადია. მას 17- საუკუნიდან აღნიშნავენ და დედის კვირეულს უწოდებენ. ინგლისიც ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გამოყო წელიწადში ერთი დღე დედის დღის აღსანიშნავად. ბრიტანეთში შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დედებისთვის ნუშის ნამცვარს ამზადებენ და მას mothering cake (დედის ნამცხვარს) უწოდებენ.
იაპონიაში დედის დღის დაწესებას პირევალდ 1931 წელს შეეცადნენ. მაშინ იყო სურვილი, რომ ეს დღე დამთხვეოდა იმპერატორის იუბილეს. ტრადიცია არ გაგრძელდა. ახლა იაპონიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში დედებს ყვავილებს ჩუქნიან მაისის თვის პეროე კვირა დღეს.


გერმანიაში ამ დღესასწაულს საფუძველი 1923 წელს ჩაეყარა, ხოლო როგორც სახელმწიფო დღესასწაული აღინიშნება 1933 წლიდან. საფუძველი ფლორისტების გაერთიანებამ ჩაუყარა. მისი მიზანი იყო პატივი ეცათ პირველი მსოფლიო ომის მონაწილე დედედებისთვის. მა სშემდეგ წელიწადში ერთხელ, მაისის მეორე კვირას, გერმანელი დედები .. Muttertag-, დედის დღეს ზეიმობენ.

საფრანგეთში დედის დღეს მაისის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავენ. ტრადიციულად ამ დღეს ოჯახში იმართება ოჯახური სადილი, ხოლო დედები საჩუქრად ყვავილების თაიგულის ფორმის ნამცხვარს იღებენ. დედის განსაკუთრებული როლის შესახებ საუბარი და პატვისცემა საფრანგეთში ჯერ კიდევ ნაპოლეონ ბონაპარტეს ეპოქიდან მოდის, ხოლო 1950 წლიდან დედის დღე- La Fete de Meres ოფიციალურად შეიქმნა.


ავსტრალიაში დედის დღე ამერიკის მსგავსად მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება, ტრადიციებითაც ეს ორი ქვეყანა მსგავსად აღნიშნავენ ამ დღეს. არსებობს დედის დღის მილოცვის ტრადიცია მიხაკებით (ისევე როგორც აშშ-ში), დედებს დღესასწაულს ფერადი მიხაკებით ულოცავენ, თეთრი მიხაკები კი გარდაცვლილი დედებისთვის პატივის მისაგებად გამოიყენება. გარდა საკუთარი დედებისა, ბავშვები პატივს სცემენ მათ ბებიებსა და სხვა ქალბატონებსაც, რომლებიც მათ დედებივით უვლიან და ზრუნავენ მათზე.


კანადაშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში, დედის დღის მისალოცად ყველაზე ხშირად ღია ბარათებს, ყვავილებს და საჩუქრებს იყენებენ. იგი შობისა და ვალენტინობის შმედეგ სიდიდით მესამე დღესასწაულად მიიჩნევა. აღინიშნება მაისში ამერიკის და ავსტრალიის მსგავსად და ატარებს ძალიან დიდ ემოციურ დატვირთვას საზოგადოებაში.~

ბრაზილიაში ყოველწლიურად მაისში აღინიშნება დედათა დღე- Dia das Mães. ბრაზილიაში ოჯახების დიდ ნაწილსი სამზე მეტი ბავშვია, ამიტომაც მარტივი წარმოსადგენია როგორ მასშტაბურად და ემოზიურად აღინიშნება ეს დღე. ტრადიციულად ამ დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, სკოლებში კი საგანგებოდ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. 




დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდინანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.






   20.03.2019

ანდაზა





რა არის ანდაზა?

ანდაზა------ ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც „მაქსიმი“. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას „აფორიზმი“ ეწოდება. ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.

ან­და­ზა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის ჟან­რია, ის რე­ა­ლო­ბას გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლუ­რი ფრა­ზით გან­სა­ზღვრავს. იუ­მო­რის­ტულ-სა­ტი­რუ­ლი ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ზე­პი­რად გა­და­ე­ცე­მა, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას გვას­წავ­ლის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ან­და­ზის დამ­რი­გებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­სა, მცდა­რია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ან­და­ზა აუ­ცი­ლებ­ლად ხალ­ხუ­რი სიბ­რძნის ნი­მუ­შია, ან მო­რა­ლი­სა და ეთი­კის ნორ­მა.
ისე­თი ან­და­ზე­ბიც არ­სე­ბობს, როცა ისი­ნი უმე­ცარ აზრს ეფუძ­ნე­ბა, თუმ­ცა ხალ­ხში მყა­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ერ­თო მო­საზ­რე­ბაა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ან­და­ზე­ბის ჩარ­თვა ახ­სნი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი ამა თუ იმ ფაქ­ტის, მოვ­ლე­ნის, ამ­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ან­და­ზებს მე­ტყვე­ლე­ბა­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ მათ ცხოვ­რე­ბა­ში თით­ქმის არას­დროს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. გვინ­და, მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ან­და­ზე­ბი გა­გახ­სე­ნოთ, რომ­ლებ­საც სა­უ­ბარ­ში ამა თუ იმ შემ­თხვე­ვის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ თუ და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ვამ­ბობთ ხოლ­მე:
ეგრე არ უნდა, თა­ყაო, შენ რომ მა­მუ­ლი გაჰ­ყაო.
ადრე ამ­დგარ­სა კურ­დღელ­სა, ვერ და­ე­წე­ვა მწე­ვა­რი.
ცუდი შემ­ნა­ხა­ვი ქურ­დზე უა­რე­სი­აო.
ავი ძაღ­ლი არც თვი­თონ შე­ჭამს, არც სხვას აჭ­მევ­სო.
ამი­რან გულ­ში მღე­რო­და - მთე­ბი ბანი მო­მე­ცი­თო.
ამ­ღვრე­ულ წყალ­ში თევზს ად­ვი­ლად იჭე­რე­ნო.
ან ვირი დარ­ჩე­ბა, ან ვი­რის პატ­რო­ნიო.
არ გა­თეთრდე­ბა ყო­რა­ნი, რაც გინ­და ხეხო ქვი­ში­თა.
არა მკი­თხე მო­ამ­ბეო, მი­ტყი­პეს და მი­აგ­დე­სო.
ას­ჯერ გა­ზო­მე და ერთხელ გა­ჭე­რიო.
აქ­ლე­მის და ნემ­სის ქურ­დი, ორი­ვე ქურ­დი­აო.
ენას ძვა­ლი არა აქ­ვსო.
რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო.
ერთი თხი­ლის გული ცხრა ძმამ გა­ი­ყოო.
ერთი მერ­ცხა­ლი გა­ზა­ფხულს ვერ მო­იყ­ვან­სო.
ერ­თმა ტა­ლა­ხი­ან­მა ღორ­მა ასი ღორი გას­ვა­რაო.
ეს ქვე­ყა­ნა კიბე არის: ზოგი ადის, ზოგი ჩა­მო­დი­სო.
ახა­ლი ცო­ცხი კარ­გად გვი­სო.
არა შეჯ­და მწყე­რი ხესა, არა იყო გვა­რი მი­სიო.
ბავ­შვის პი­რით ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღა­ღა­დებ­სო.
ბავ­შვს ჰკი­თხეს, რად სტი­რი, გამ­დის და ვტი­რიო.
ბარი-ბარ­სა, თოხი-ტარ­საო.
კარ­გი ცხე­ნი მათ­რახს არ და­იკ­რავ­სო.
ბედი მო­მეც და სა­ნეხ­ვე­ზე გა­და­მაგ­დეო.
გამ­გო­ნი გა­ი­გო­ნებ­სო.
გამ­შვე­ლე­ბელს მეტი მოხ­ვდე­ბაო.
გა­რე­უ­ლი მო­ვი­და, ში­ნა­უ­რი გა­აგ­დოო.
გა­ჭირ­ვე­ბა მიჩ­ვე­ნე და გაქ­ცე­ვას გიჩ­ვე­ნე­ბო.
დე­დის წინ მარ­ბე­ნალ კვიცს, მგე­ლი შე­შ­ჭამს, ან მგლის­ფე­რი ტუ­რაო.
ამ ან­და­ზებ­ში ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­კა­მა­თოც კი იყოს, არის თუ არა ჭკუ­ის­და­სა­რი­გე­ბე­ლი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტყვე­ლე­ბა­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ.
რაც არ უნდა იყოს, ვფიქ­რობ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში (ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში) ამ ან­და­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და... იქ­ნებ ამ­დე­ნი შეც­დო­მაც არ დაგ­ვეშ­ვა?!

17.04.2019
ჩემი საყვარელი ზღაპარი

ზღაპარი მითის ნიადაგზეა წარმოშობილი და მასავით ფანტასტიკური შინაარსისაა, მაგრამ მასში ფანტასტიკური ელემენტი შეგნებულად და პირობითად არის გამოყენებული. ზღაპრის ავტორს ესმის, რომ მის მიერ მოთხრობილი ამბავი გამოგონილია, ოცნების ნაყოფია და პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება; ძველ მითებში კი ადამიანი (ავტორი) გამოხატავდა იმას, რაც გულწრფელად სწამდა. ძველი დროის ზღაპრებში დევები უსხეულო სულები იყვნენ. ქართულ ზღაპრებში კი ისინი ხორციელ არსებებად არიან წარმოდგენილი. „ნაცარქექიაში” დევი ადამიანებისაგან ფიზიკური ძალით განსხვავდება და ტანი გრძელი ბალნით აქვს დაფარული. ის ადამიანურ ურთიერთობაშია ნაცარქექიასთან. 

ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება მითოლოგიური შინაარსის ზღაპრები. მათში მთელი ბუნებაა გაპიროვნებული, მაგრამ უფრო გავრცელებულია საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ზღაპრები ცხოველების შესახებ.

საყოფაცხოვრებო ზღაპარი საზოგადოებრივი და ოჯახური ურთიერთობის სურათებს გვიხატავს. მასში ჭარბობს დიდაქტიკური ელემენტი.საყოფაცხოვრებო ზღაპრებს უკვე დაკარგული აქვს მითოლოგიური მნიშვნელობა. ასეთი ზღაპრების დედააზრი შემდეგია: ძლიერი ხშირად ცდილობს უძლურის დაჩაგვრას, მაგრამ უკანასკნელი, მართალი ადამიანი მაინც იმარჯვებს (იმარჯვებს უფრო ხშირად არა საკუთარი თაოსნობით, შემთხვევით ან „ბედის წყალობით”), სიღარიბე ნაკლი არ არის, სიმართლე გაიმარჯვებს და სხვ. 

ზღაპრები ცხოველების შესახებ, ანუ ცხოველთა ეპოსი მოქმედ პირად სხვადასხვა ცხოველს გვიხატავს. პირუტყვთა ეპოსში გაპიროვნებული არის პირუტყვები, მათ მიწერილი აქვთ ადამიანის თვისებები. ზოგი ზღაპარი მოგვითხრობს პირუტყვების წარმოშობას, ზოგიც მათ დამახასიათებელ თვისებას. მაგ. ზღაპრების მიხედვით, მელა ცბიერია, მგელი ხარბი და გაუმაძღარი, დათვი ბრიყვი და მოუხეშავი, ძაღლი პატრონის ერთგული და სხვ. პირუტყვთა ეპოსის ძველი ნიმუშები მითოლოგიური ხასიათისა იყო. ადამიანები მათაც ღვთაებრივ თვისებებს აწერდნენ, შემდეგში კი პირუტყვების მეტყველება და მათი საქციელი დაცინვის საგნად გადაიქცა.

ზღაპრები უმთავრესად ფოლკლორული წარმოშობისაა, მაგრამ ხშირად ზღაპარს ფოლკლორული მასალების საფუძველზე ქმნიან მწერლებიც. 
ზღაპრებს წერდნენ აკაკი წერეთელი, პუშკინი, ანდერსენი (დანიელი მწერალი) და სხვ.

გაცოცხლებული ცნობილი ზღაპრები


ქალთევზა



პიტერ პენი


ალადინი


რაპუნცელი


კონკია


წითელქუდა


კაპიტანი კრიუკი და მეკობრეები


ალისა საოცრებათა ქვეყანაში


რობინ ჰუდი


ცეროდენა


გულივერი




ესმერალდა







1.05.2019

ჩვენი ენა ქართული




“მამული, ენა, სარწმუნოება” _ ამ ილიასეული შეგონების უგულებელყოფით არანაირი ფასი არ ექნება აღზრდას, სწავლებასა და შენებას. ქართველისათვის მშობლიური ენა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე კომუნიკაციის საშუალება, ის დედაენაა. დედა კი უპირველესი საფიცარი და სალოცავია ყოველი ქართველისთვის.ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა არა ერთი და ორი თაობის საზრუნავი ყოფილა. 
ენა ქართული - დედაა ჩვენი
ენა ქართული - ძალაა ჩვენი
ენა ქართული - სისხლი და ხორცი ქართველი კაცის
ენა ქართული - შემონახული ცეცხლით და შანთით
ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა
ენა ქართული საამო და საგალობელი.'



ქართული ენა მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში



ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).

ისტორია


ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა
რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო – ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.

ქართული ენის განვითარების საფეხურები


ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.
ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.

წარმომავლობა




ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი “ქართველური ენის” შთამომავლად. ზემოთხსენებული ენა კი ჩვ.წ-მდე 2000 წლით თარიღდება. ძველ ენათა სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ-მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.
ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკის წამება, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით. ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს “აბო ტფილელი”. მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. მხედრული გამოდგა სხვა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. მხედრულის სრულყოფილება გამოიხატება მის შედარებით სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მხედრულს ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება გააჩნია სხვა ენებთან, უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიოშო არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი.
დიალექტები
ქართული ენა მოიცავს 17-მდე ნაცნობ დიალექტს, ისინი ძირითადად 2 ჯგუფში არიან განაწილებული, ესენია: დასავლური და აღმოსავლური. ისინი ერთმანეთისგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდებიან: მორფოლოგიურად, სინტაქსურად, ფოლოგიურად და ლექსიკონით. მიოუხედავად ასეთი განსხვავებებისა, ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე. რამოდენიმე დიალექტის ჩამოყალიბებაზე გავლენა მეზობელი ქვეყნების(აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი) ენებმა მოახდინეს. ალბათ ყველას გსმენიათ ინგილო, ესეც არის ერთ-ერთი დიალექტი რომელზეც აწ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საუბრობენ. ეს ტერიტორია მდებარეობს ალაზნის ხეობის ნაწილზე. კიდევ ერთი “დამტვრეული ქართულის” სამშობლოა კლარჯეთი- ტერიტორია შეტყაპუნებული თურქების მიერ :ukanali: . მე-3 ობიექტი უცხოურ-ქართული დიალექტისა არის ფერეიდნული ქართული. ხალხი რომელიც ამ ენაზე საუბრობს ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე. ისინი წარმოადგენენ მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული კახელების შთამომავლობას. ქართული დიალექტების ჩამოყალიბებაზე უცხოელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართველებიც “ზრუნავდნენ”. ჩვენი ქვეყნის მთიან რეგიონებში ხალხი ისეთ დონეზე ამარტივებს ქართულ ენას, რომ მათ თავიანთი დიალექტები შექმნეს.
ჩრდილოაღმოსავლეთის დაილექტები:
მოხევური
მთიულურ-გუდამაყრული
ხევსურული
ფშავური
თუშური
აღმოსავლური დიალექტები :
კახური
ინგილოური
ფერეიდნული
თიანეთური
ცენტრალური (შუა) დიალექტები :
ქართლური
ჯავახური
მესხური
სამხრეთდასავლური დიალექტები:
გურული
აჭარული
იმერხევული
ჩრდილოდასავლური დიალექტები :
იმერული
ლეჩხუმური
რაჭული
სხვა დიალექტები: ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი (აწ დაკარგული) გამოიყენებოდა ჩრდილოცენტრალური კავკასიაში ყიზლარისა და მოზდოკის რეგიონებში იმ ქართველთა შორის, რომლებიც საქართველოდან გადაიხვეწნენ ოსმალეთის ოკუპაციის დროს მე-18 საუკუნის დასაწყისში. შერეული იყო რამდენიმე ქართული დიალექტისა რუსულ ნასესხებ სიტყვებთან. მოგვიანებით ჯგუფმა რუსიფიკაცია განიცადა და დიალექტი დაიკარგა.
იუდაურ-ქართული, გრუზინული – ენა, რომელზეც ქართველი ებრაელები საუბრობდნენ. ფონეტიკურად, მორფოლოგიურად და სინტაქსურად ქართულია, ლექსიკურად ქართულ-ივრითის ნარევი.
ლიტერატურა


ჰაგიოგრაფიული ნაშრომების გარდა ქართულ კალამს შეუქმნია მრავალი შედევრი, რომელთაც აწიარება ჰპოვეს მთელ მსოფლიოში. ყველა “ხმაურიანი” გამოდგა მე-12 საუკუნის “ვეფხისტყაოსანი”. ეს პოემა აღიარებულია ევროფის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. იგი ითარგმნა მრავალ ენაზე, მაგალთად ფრანგულზე, ესპანურზე, გერმანულზე,ინგლისურზე, ივრითულზე (ებრაული), რუსულზე, იაპონურზე, ჩინურზე და ა.შ. “ვეფხისტყაოსანი” ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი ნაწარმოები, ბიბლიასთან ერთად, საქართველოს ისტორიაში 1712 წელს.
საინტერესო ფაქტები
* ქართული ენა არის მსოფლიოში 120 ადგილზე მასზე მოლაპარაკე ხალხის რაოდენობის მიხედვით (რაოდენობა ითვლება მხოლოდ ეთნიკური ქართველებით ანუ 4 მილიონამდე)
* ქართულ ენაში არ არსებობს მდედრობითი ან მამრობითი “ის”.
* ქართული ზმნა ყოველთვის გულისხმობს თავის თავში ერთ, ორ ან სამ სუბიექტს. (მაგალითად გაუგზავნის ( ის, მას, მას) ეს ერთი სიტყვა სხვა ენაში მთელ წინადადებას მოიცავს)
* 1705 წელს, მოსკოვში მეფე არჩილ 2-ის მითითეებით ნუსხური და ხუცური ანბანებით დაიბეჭდა “დავითნი”. 1712 წელს, კი ვახტანგ 6-ის მიერ დაარსებულ სტამბაში, როგორც უკვე ვთქვი, დაიბეჭდა “ვეფხისტყაოსანი”, “ბიბლია” და “ახალი აღთქმა”.




01.06.2019
ბავშვთა დაცვის დღე


1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ბავშვთა საერთაშორისო დღე ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია. იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე.
უცნობია, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს. ერთ-ერთი ვერსიით, 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საკითხი, 1949 წლის ნოემბერში პარიზში შედგა ქალთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
1950 წელს, 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე (რაც ასახავს ზრდას, ჰარმონიას, სიხალასეს, და ნაყოფიერებას) დედამიწის (საყოველთაო სახლის სიმბოლო) ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები (წითელი, ლურჯი, ყვითელი, შავი და თეთრი) რომლებიც ასახავენ მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობას და მოთმინებას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეას მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა, საქართველოც არაა გამონაკლისი.
როგორც ვიცით, სურვილი ასეთი სახის დღესასწაულის დაარსებისა, პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზეგაჟღერდა, როდესაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ეს იყო1925 წელს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს 1 ივნისს დაეწესებინათ ეს დღესასწაული, თუმცა მიზეზი, თუ რატომ აირჩიეს ეს დღე - გაურკვეველია.
საბოლოოდ კი ამ დღესასწაულის არსებობა განმტკიცდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ -1949 წელს, როდესაც ბავშვთა პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ომის შემდეგ მთელი მსოფლიოსათვის სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენდა მომავალ თაობაზე (კაცობრიობის მომავალზე) ზრუნვა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველეს ამოცანად გაეხადათ ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისა  და ბავშვთა ბედნიერებისათვის.
პირველად ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წელს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.
alt
დროშის მწვანე ფერი - ეს ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია. ის გვახსენებს, რომ ჩვენს გარშემო ცოცხალი, კეთილად განწყობილი სამყაროა და ეს ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ ნორმალური დამოკიდებულება გვქონდეს და ვზრუნავდეთ მასზე.
დედამიწა - ეს ჩვენი საერთო სახლია, მისი ლურჯი ფერი სამყაროზე და იმ ერთიანობაზე მიგვანიშნებს, რომელიც მხოლოდ გაგებითა და სიყვარულით მიიღწევა.
ხუთი ფერის ადამიანის ფიგურა კი სხვადასხვა რასის ხალხს გვახსენებს. რომელთა შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში - მტრული. მათი ფეხების შეერთებისას წარმოქმნილივარსკვლავი კი ის დადებითი სხივია, რომელიც მსოფლიოს ადამიანთა კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობისას იკაშკაშებს. ხუთი სხვადასხვა ფერის წრე იმისი სიმბოლოა, რომ მთელს კაცობრიობას ერთი საწყისი აქვს.
თავში გამოსახული ადამიანის ლურჯი ფიგურა - ღმერთს გამოსახავს, რომელსაც ყველა  თანაბრად უყვარს. ამიტომაც ჩვენ, ადამიანები - მასში განსახიერებულნი, ვალდებულნი ვართ კაცთმოყვარენი ვიყოთ, გვიყვარდეს ყველა, განურჩევლად მათი რასის, კანის ფერის, მრწამსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა.
დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართებასაქველმოქმედო აქციები. ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.
ბავშვები - ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად.
ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყოველ ბავშვს!
ისღა დაგვრჩენია, ყველა ბავშვს მივულოცოთ ეს დღე და ბედნიერი ბავშობა ვუსურვოთ!




2 comments: