Saturday, 10 November 2018

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება
პირველი ნაბიჯი ანბანის სამყაროში
პროექტის მთავარი  თემა
ბავშვის თვალით დანახული ,,აი ია“
პროექტის  აქტუალობა
გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ I კლასელებს უჭირთ ,,ა“ და ,,ი“ ასოების გარჩევა, ვინაიდან ამ ასაკის ბავშვებს ვიზუალური აღქმა კარგად აქვთ განვითარებული, ვფიქრობ ,საუკეთესო გზა იქნებოდა ვიზუალური ეფექტის გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი
6-7 წელი
მოსალოდნელი შედეგები
რაც შეიძლება შეიქმნას
ბავშვები ისწავლიან ხალისით და არ შეაშინებთ პირველი ნაბიჯები ანბანის სამყაროში
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები
დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, მარკერები, თაბახის ფურცლები, სპილენძის მავთულები.
ვადები / ხანგრძლივობა
2 კვირა
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეების მომზადება ფსიქოლოგიურად ქართული ანბანის შესასწავლად.
I ეტაპი
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის გაცნობა და სლაიდებით მისი სახლ-კარის დათვალიერება.
II ეტაპი
მოსწავლეები როლურად გაითამაშებენ   მომენტს თუ როგორ აღმოაჩინა იაკობმა ანბანის პირველი ასოები ,,ა“ და ,,ი“
III ეტაპი
მასწავლებელი წარუდგენს ვიდეო რგოლის ,,ქართული მუსიკალური ანბანი“
IV ეტაპი
მოსწავლეები  სპილენძის მავთულით შექმნიან ,,ა“ და ,,ი“ ასო-ბგერებს
V ეტაპი
მოსწავლეთა მიერ სიტყვების დასახელება რომელიც იწყება ,,ა“ და ,,ი „ ასო-ბგერებით.
VI ეტაპი
მოსწავლეები დაასახელებენ წელიწადის დროებს.
გაზაფხულის მახარობელ ყვავილებს და სხვადასხვა სიტყვებით შეამკობენ ყვავილ ,,იას“
დაფაზე დაწერენ პირველ წინადადებას ,,აი  ია“
კავშირი სხვა საგნებთან და
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ხელოვნება,     ბუნება
პროექტის ხელმძღვანელი
ხათუნა  წითელაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა

No comments:

Post a Comment