სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი:ქართული
ენა და ლიტერატურა
განხორციელების დრო
: 20.
12.2018.
პედაგოგი: ხათუნა
წითელაშვილი
კლასი: III
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:19 (სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.)
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი
კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული.
გამჭოლი
კომპეტენციები: დამოუკიდებლად
სწავლის კომპეტენცია. ტექნოლოგიების გამოყენება მასალის გასააზრებლად.
მეთოდი: შებრუნებული
საკლასო ოთახი.
შებრუნებული სწავლებისას
მოსწავლე თვითონ სწავლობს მასალას ვიდეოგაკვეთილების დახმარებით , რომელსაც მასწავლებელი
მეხსიერების ბარათზე წინასწარ უტვირთავს და ასევე უგზავნის დამატებით ელექტრონულ ფოსტაზე.მას
საშუალება ეძლევა ვიდეოს უყუროს და მოუსმინოს იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა მისთვის ინფორმაციის
გასაგებად, გასაანალიზებლად და სამუშაოს სწორად შესასრულებლად.
მომდევნო გაკვეთილზე
რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი აქტივობების
საშუალებით.
ასეთი სწავლებისას მოსწავლე ბუნებრივი ტემპით სწავლობს,
იზრდება მოსწავლეებს შორის ინტერაქცია, ისინი უფრო მეტად ეხმარებიან ერთმანეთს. იზრდება
მშობელთა ჩართულობა- მათ საშუალება ეძლევათ უყურონ ვიდეოგაკვეთილებს და საჭიროების
შემთხვევაში დაეხმარონ შვილებს. მაღალია როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის მოტივაცია.
მასწავლებელს აქვს დრო იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციოს მთლიან კლასს და დაინახოს
თითოეული მოსწავლის ჩართულობა და სამუშაოს შესრულების ხარისხი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ.
თემა:ჭაბუა
ამირეჯიბის „ ჭორიკანა კაჭკაჭი “
სასწავლო
მიზნები :
·
ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება -განმტკიცება.
·
მოქმედ
პირთა დახასიათება, შედარებითი დახასიათება (პერსონაჟის რუკა).
·
წაკითხული
ტექსტის სქემატური მონახაზის შექმნა (პირამიდა).
(ტექსტში დასმული პრობლემების ამოცნობა
და ჩამოყალიბება. განსაზღვრა, თუ როგორაა ეს პრობლემები ტექსტში გადაწყვეტილი).
·
თხრობა
სხვადასხვა ინტერპრეტაციით (ცხელი სკამი)
·
დაკვირვების,
აღწერის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
·
სიტყვის
სემანტიკაზე დაკვირვება.
·
პრიორიტეტული
გამჭოლი კომპეტენციების : თანამშრომლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების
, მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.
კავშირი საგნობრივ სტანდარტთან:
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის
სხვადასხვა სახის ტექსტი და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
.ტექსტზე
დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
•გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ
მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
•გამოხატავს
კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და
ა. შ.);
ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და
ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
•ამბის
გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს და
წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით.
•სათანადოდ
იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის
ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.•იყენებს
ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის წასახალისებლად.
შეფასება:განმავითარებელი , სიტყვიერი
კომენტარებით დაკვირვების საფუძველზე.
ვახდენ აღწერით უკუკავშირს: რა
გაკეთდა კარგად?
რა საჭიროებს გაუმჯობესებას?
როგორ უნდა მოხდეს გაუმჯობესება?
წინა დღით მოსწავლეებს
მეხსიერების ბარათზე ვუტვირთავ და ვაწოდებ ჩემ მიერ პროგრამა“powerpoint2016“-ში შექმნილ
დამხმარე რესურსს ელ. წიგნს „ჭორიკანა კაჭკაჭი“.https://youtu.be/EmWaGeK6Nsoვაძლევ მითითებას , რომ ყურადღებით
გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს და შეასრულონ მითითებული დავალება.
N
|
აქტივობის მიზანი და
აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზება
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
|||
1
|
მიზანი: მოსწავლეები იქნებიან მოტივირებულნი.
ეცოდინებათ გაკვეთილის თემა , მიზანი, განსახორციელებელი აქტივობები და შეფასების
კრიტერიუმები.
-მისალმებაგანწყობისშექმნით.
გაკვეთილისთემის, მიზნისადაშეფასებისრუბრიკებისგაცნობა.
|
ვერბალური ახსნა.
|
საერთო საკლასო
|
1წთ.
|
||||
2
|
საშინაო
დავალების განხილვა
მიზანი: მოსწავლე შეძლებს ყურადღების
კონცენტრირებას, ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
აღწერა: წინა დღით მოსწავლეებს
მეხსიერების ბარათზე ვუტვირთავ ჩემ მიერ პროგრამა“powerpoint2016“-ში შექმნილ დამხმარე
რესურსს ელ. წიგნს „ჭორიკანა კაჭკაჭი“. ვაძლევ მითითებას , რომ ყურადღებით გაეცნონ
გადაგზავნილ ფაილს, ზეპირად უპასუხონ ფაქტებზე ორიენტირებულ (Iდონის) კითხვებს:
-
რას ჰქვია ზღაპარი?
-რატომ გვიყვარს ყველას ზღაპარი?
- რამდენგვარია ზღაპარი?
- ჩვენ როგორი ზღაპარი გვქონდა?
-სად ხდება ზღაპარში აღწერილი ამბავაი?
-რომელი ცხოველები და ფრინველებია
ნახსენები ზღაპარში?
-რატომ მიიყვანეს კაჭკაჭი ტყის
ბინადრებმა ლომთან?
-რა შესჩივლა მელამ ლომს?
-რა შესჩივლა ვირმა ლომს?
-რა შესჩივლა გუგულმა ლომს?
-რამდენი სახით ახსნა ლომმა თუ
რა იყო ჭორი?
-რატომ მიუსაჯა ლომმა კაჭკაჭს საყოველთაო
სიძულვილი?
პრობლემის
გამოკვეთა:
რა არის ჭორი?
შევავსოთ
გონებრივი იერიშის რუკა
დავახასიათოდ როგორია კაჭკაჭი:
მაშ ამ ზღაპრის მიხედვით როგორო
შეიძლება იყოს ტყუილი?
თქვენ თუ გითქვამთ ტყუილი, თუ გაგიჭორავთ
ვინმე?
კარგია ეს თუ ცუდი?
რას გრძნობს ადამიანი ტყუილის თქმის
დროს?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
15
წთ.
|
||||
3
4.
|
„ცხელი სკამი“
მიზანი:
მოსწავლეებიშეძლებენტექსტისსხვადასხვაინტერპრეტაციითთხრობას,
პერსონაჟებისროლებისმორგებას, პერსონაჟისთვისგამიზნულკითხვებზეპასუხისგაცემას.
აღწერა: თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით.
როლური
თამაში:
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,
გაიაზრონ და გაითავისონ ზღაპრის პერსონაჟების
განცდები, სურვილები და შეხედულებები. მოირგონ ტექსტის პერსონაჟებისროლები.. შერჩეული მოსწავლეებიგამოდიან
კლასის წინ, ”მოირგებენ” პერსონაჟის ნიღბებს
და თავიანთი პოზიციიდან უამბობენ კლასს ზღაპარში
გადმოცემულ ამბავს, პასუხობენ თანაკლასელების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც თითოეული
პერსონაჟისთვისაა გამიზნული.
ჯგუფური
სამუშაო:
შეჯამება
შესასრულებელი
სამუშაოს შესახებ:
I ჯგუფის დავალებაა - იმსჯელეთ
თუ რა მოგეწონათ ამ ზღაპარში და რატომ?
II ჯგუფის დავალებაა- იმსჯელეთ
და გადმოეცით- რა არ მოგეწონათ ამ ზღაპარში
და დაასაბუთეთ, რატომ!
III ჯგუფის დავალებაა - რას შეცვლიდი
ამ მოთხრობაში? დაასაბუთე რატომ?
პრეზენტატორები წარადგენენ ნამუშევრებს
|
დემონსტრირება
კითხვა-პასუხი
|
მთელკლასთან
|
ადამიანურირესურსი.
„ცხელისკამი“
ნიღბები
|
8 წთ
8
წთ
|
|||
5
|
„ყველას
აზრი მნიშვნელოვანია“
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ჩამოაყალიბონ
რომელი პერსონაჟის ქცევაა მისაღები და რომლის დასაგმობი, როგორ უნდა მოქცეულიყო კაჭკაჭი
.
მივლიან დასკვნამდე, რომ ტყუილის
თქმით და ჭორაობით
პრობლემა არ გადაწყდება. პრობლემა მოგვარდება მაშინ
, როცა კაჭკაჭი მიხვდება როგორ უნდა მოიქცეს. რომ ზღაპრის დედააზრია სიმართლის თქმა.
მასწავლებელი
სვამს კითხვებს:
აღწერა:
-როგორ მოექცნენ
ტყის ბინადარნი კაჭკაჭს?
-მოგეწონათ თუ არა მათი დამოკიდებულება
კაჭკაჭისადმი?
-როგორ მოექცა ლომი კაჭკაჭს?
-მოგეწონათ მათი ქცევა ?
რატომ?
წარიმართება მსჯელობა, შეფასდებაკაჭკაჭის,ლომის,მელას,გუგულისა
და ვირის ქცევა.
მსჯელობენ მესამე პრობლემის მოგვარების
გზებზე.
გაირკვევა ზღაპრის დედააზრი. პასუხობენ
კითხვას :
1. ამ ზღაპარაში მთავარია სიმართლის თქმა.
2. ჭორაობა.
3. სამაგიეროს გადახდა.
|
კითხვა -პასუხი
ვერბარული ახსნა
|
მთელ კლასთან
|
5წთ
|
||||
6
|
საშინაო დავალება
მიზანი: მოსწავლეები სქემის დახმარებით
შეძლებენ მიწერონ კაჭკაჭს წერილი და მისცენ სასარგებლო რჩევები.
აღწერა: გამოვიყვანოთ კაჭკაჭი რთული
მდგომარეობიდან, რთულია იყო მარტო და უმეგობროდ ცხოვრება. სქემის მიხედვით
მივწეროთ მას წერილი.
1)მიესალმე კაჭკაჭს.
2)უთხარით რა გსმენიათ მის შესახებ(რომ
იკვებება მწერებით და ამით სარგებელი მოაქვს მცენარეებისათვის)
3) მაგრამ არ მომეწონა---------
4) დაიბრუნებ ფრინველთა და ჩვენს
კეთილგანწყობას თუ -----------
5)ამის შემდეგ შენ შეძლებ-----
6)დაემშვიდობე ---------
არ დაგავიწყდეს კაჭკაჭის მისამართის
მითითება
|
ვერბარული ახსნა
|
მთელ კლასთან
|
3წთ
|
||||
7
|
შეფასება.
თვითშეფასება.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გაარკვიონ მიაღწიეს თუ არა გაკვეთილის მიზანს, რა გააკეთეს კარგად და რა საჭიროებს გაუმჯობესებას.
რუბრიკის მიხედვით შეძლებენ თვითშეფასებას.
აღწერა:
განმავითარებელისიტყვიერი
კომენტარებით. დაკვირვების საფუძველზე.
მასწავლებელი ახდენს აღწერით უკუკავშირს:
რა გაკეთდა კარგად?
რა საჭიროებს გაუმჯობესებას?
როგორ უნდა მოხდეს გაუმჯობესება?
მოსწავლეები ავსებენ
თვითშეფასების რუბრიკას.(იხ.დან.)
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
შეფასების რუბლიკა
თვითშეფასების რუბლიკა.
|
4წთ
|
შენიშვნა:საჭიროების
შემთხვევაში მოვახდენ გეგმის მოდიფიცირებას.
შედეგი: მოსწავლემსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავზე. ახასიათებს
მოქმედ პირებს, შეუძლია მათი შედარებითი დახასიათება. ამოიცნოს ტექსტში დასმულ პრობლემებს
და განსაზღვრავს თუ როგორაა ეს პრობლემები
გადაწყვეტილი. გამოხატავს საკუთარ აზრს. გადმოსცემს ამბავს პერსონაჟთა პოზიციიდან.
იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ
წინადადებებს სათანადო ინტონაციით. თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან და იცავს ქცევის
წესებს.ფორმებსა და მარტივ წინადადებებს სათანადო
ინტონაციით. თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან და
იცავს ქცევის წესებს.
ჭორიკანა კაჭკაჭი
(ქართული
ზღაპარი)
მელამ, ვირმა
და გუგულმა დატყვევებული კაჭკაჭი ლომთან მიიყვანეს.
-მეფევ ბატონო,დიდ
ბოროტება აქვს ჩადენილიო !-აცნობეს მოსულებმა
ლომი კუნძზე აბრძანდა,
დაამთქნარა, სათვალე მოიხსნა და ბრძანა :
-მომახსენეთ,
მაგ თავქარიან დედაკაცს ბრალი რაში ედებაო
მელამ თქვა:-კაჭკაჭმა
ხმა დამიყარა:მელა უკუდო არისო.ვიფიქრე, კუდს მაღლა ავბზეკ, ყველა დამინახავს, რომ
კუდი მაქვს და მასხრად აღარ ამიგდებენ-მეთქი.ასე სიარულს დავეჩვიე.ახლა, სადაც არ უნდა
წავიდე, კუდი აბზეკილი მრჩება, მონადირეები ადვილად მამჩნევენ და ნახეთ, რა დღეც დამადგაო.
მელამ საფანტით
დაცხრილულ-გატრუსული კუდი მაგიდაზე დადო, ლომმა კუდი გულდასმით დაათვალიერა და კაჭკაჭს
უთხრა:
-მელასთანა კარგი
კუდი სხვას ვისა აქვს,ასე უკუდო ტყუილი რამ გათქმევინა?
-აბა,რა ვიცოდი,რომ
ჰქონდა? შევცდი და მაპატიეთო.
-რაც ნამდვილად
არ იცი, იმის თქმა ჭორი არისო,-მოუჭრა ლომმა.
-ამ საზიზღარმა
ფრინველმა ცილი დამწამა: ვირს ხმა არ აქვსო, ვიფიქრე, ბევრს ვიყროყინებ,ყველა დარწმუნდება,
რომ ხმა მაქვს და მასხრად აღარ ამიგდებენ-მეთქი. ზომაზე მეტ ყროყინს დავეჩვიე, ამის
გამო პატრონი მიჯავრდება და რა დღეც მადგას, თავად ნახეთო.
ლომმა ვირს ცემით
დამსკდარ-დაბეგვილი ფერდები დაუთვალიერა და კაჭკაჭს უთხრა:
-ვირი რომ სოფელში
ყროყინებს, მე ტყეში მესმის და ასეთი მტკნარი ტყუილი რამ გათქმევინაო
-ასე მითხრეს
და მეც დავიჯერე. შევცდი და მაპატიეთო.
-გაგონილის გაზვიადება
ან დამახინჯება ჭორის თქმა არისო
გუგულმა თქვა:-კაჭკაჭმა
მომიგონა: გუგული შავ კვერცხებსა დებსო. ვიფიქრე, ყველა ფრინველის ბუდეში თითო კვერცხს
ჩავაგორებ, დარწმუნდებიან,რომ შავ კვერცხებს არ ვდებ და მასხრად აღარ ამიგდებენ-მეთქი.ჩვეულებად
მექცა, კვერცხებს ახლაც სხვის ბუდეებში ვდებ, ჩემი შვილები სხვის კარზე იზრდებიან და
მე უბედურს, რაც დღე მადგას, თავად განსაჯეთო.
ლომიდაფიქრდადათქვა:
-შავიკვერცხებივისგაუგონია, ასეთიფეხმოკლეტყუილირამგათქმევინაო ?--როგორცთქვეს, ისეგავიმეორე, შევცდიდამაპატიეთო .
-სხვისიტყუილისგამეორებაცჭორისთქმაარისო
, - ბრძანალომმადაკანონებისდიდიწიგნიგადაშალა. კანონებიგულდასმითწაიკითხადაგამოაცხადა:
ჭორზედიდიბოროტებაქვეყანაზეარაარისდაკაჭკაჭისთვისსაყოველთაოსიძულვილიმიმისჯიაო
!
ამისშემდეგნადირები,
ფრინველებიდამწერებიკაჭკაჭთანაღარმეგობრობენდასაქვეყნოდჭორიკანადედაკაცსეძახიან.
თვითშეფასების რუბრიკა
დიახ
|
არა
|
ვცდილობდი
|
|
ინტერესით
ვიყავი ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
|||
აქტიურად
ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრებთან
|
|||
მომწონს
ამ ტიპის გაკვეთილები
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების საგანი
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
პირობისმოთხოვნების გააზრება
|
ჯგუფმა სწორად გაიაზრა პირობის მოთხოვნები
|
ჯგუფმა ნაწილობრივ გაიაზრა პირობის მოთხოვნები
|
ჯგუფმა ვერ გაიაზრა პირობის მოთხოვნები
|
დროის ლიმიტი
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.
|
ჯგუფს უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
|
ჯგუფი ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრიაქტიურია. წევრებს შორის არის პოზიტიური
და საქმიანი ურთიერთობა
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურია. წევრები ცდილობენ
პოზიტიურ და საქმიან ურთიერთობას.
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობენ. არ შეიმჩნევა თანამშრომლობითი
გარემო.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფმა სრულად და გასაგებად ჩამოაყალიბა შესრულებული
სამუშაო.
|
ჯგუფმა ნაწილობრივ ჩამოაყალიბა შესრულებული სამუშაო.
|
ჯგუფმა ვერ შეძლო დავალების წარდგენა
|
მოსწავლის შეფასების რუბრიკა
შეფასების
საგანი
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა და ქცევის წესების დაცვა
|
|||
პრობლემის
ამოცნობა და გადაწყვეტა
|
|||
დაკვირვების
, აღწერისა და დასკვნების გამოტანის უნარი
|
|||
შემოქმედებითობის
უნარი
|
|||
თანამშრომლობის
უნარი.
|
საშინაო დავალების სქემა
1)მიესალმე კაჭკაჭს.
2)უთხარით რა გსმენიათ
მის შესახებ(რომ იკვებება მწერებით და ამით სარგებელი მოაქვს მცენარეებისათვის)
3) მაგრამ არ მომეწონა---------
4) დაიბრუნებ ფრინველთა
და ჩვენს კეთილგანწყობას თუ ------
5)ამის შემდეგ შენ შეძლებ-----
6)დაემშვიდობე
---------
არ დაგავიწყდეს კაჭკაჭის
მისამართის მითითება
ბრწყინვალე გეგმაა
ReplyDelete