სასკოლო კლუბი
ზესტაფონი, სკოლა ანაბასისი
სასკოლო კლუბი: „წიგნი-ცოდნის წყაროა“
წრის შექმნის თარიღი: 2018 წლის 26 სექტემბერი
წრის ლოგო:
კლუბის კურატორი: დაწყებითი კლასის მასწავლებელი ხათუნა წითელაშვილი
განაცხადი კლუბის წევრობაზე
სკოლა ანაბასისის სასკოლო კლუბი „წიგნი-ცოდნის წყაროა“
კურატორს ხათუნა წითელაშვილს
ამავე სკოლის --III კლასის
მოსწავლის ---------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს გავწევრიანდე სასკოლო კლუბი „წიგნი-ცოდნის წყაროა“-ში. გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.
განმცხადებელი:
თარიღი:
სასკოლო კლუბი „წიგნი-ცოდნის წყაროა“
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1. ზესტაფონის სკოლა ანაბასისის სასკოლო კლუბი „წიგნი-ცოდნის წყაროა “ დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.
1.3 . კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
1.4. კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, ზესტაფონი, ფარნავაზის ქ. 4ა
2. წრის მიზნები და ამოცანები:
2.1. მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
2.2. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება;
2.3. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
2.4. კითხვის მოტივაციის გაზრდა;
2.5. ასაკობრივი დაინტერესების გათვალისწინებით მხატვრული ტექსტების მიწოდება.
2.6 კითხვის გემოვნების ჩამოყალიბება , სათანადო განწყობისა და ემოციური ფონის შექმნა
2.7 წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივება. დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების შედარება. აქცენტის გაკეთება პერსონაჟის დადებით თვისებებზე. ლინგვისტურ ცნებებზე მუშაობა.
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის III კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს წრისმიზნებს.
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით(განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4.კლუბის წევრებზე გაიცემა წრის წევრის მოწმობა.
3.5. კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.
3.6. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვასწესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებულიგადაწყვეტილებები.
3.7.კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიცდაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევეწრის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის წესდებას და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლისდამთავრების შემდეგ.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 20 მოსწავლისაა;
4.2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოსკლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთანურთიერთობისას, უხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა დაპროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას. დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად.
4.4. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედოგეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს კლუბის ლიდერი.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.6 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
4.6 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთჯერ,
5.2. კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.
6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება: საერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნებისმიღწევის შემთხვევაში.
7. დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
8. შედეგი: ჩამოყალიბდება კარგ მკითხველად ,მოსწავლეებს განუვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების უნარი. წაკითხულიდან გამოყოფენ დადებით და უარყოფით მომენტებს. გაუჩნდებათ წიგნის კითხვის სურვილი.
ზესტაფონი, სკოლა ანაბასისი
2018 წლის 26 სექტემბერი
სასკოლო კლუბი „წიგნი-ცოდნის წყაროა“ სამუშაო გეგმა
№
|
აქტივობის დასახელება
|
განხორციელების თარიღი
|
შენიშვნა
|
1
|
წრის წევრების შეკრება და ლიდერის და მისი მოადგილის არჩევა
|
27.09.2018
|
ხმათა უმრავლესობით მოსწავლეებმა აირჩიეს წრის ლიდერად აბაშიძე დავითი ხოლო მის მოადგილედ თეკლა ლუტიძე.
|
2
|
ნოდარ დუმბაძის მოთხრობები
|
17.10.2018
|
შეისწავლიან და გაეცნობიან ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას,წაიკითხავენ იუმორისტულ მოთხრობებს,საბავშვო ლექსებს და გაეცნობიან მის გამონათქვამებს,ამით გაიუმჯობესებენ კითხვის უნარებს.
|
3
|
ისტორიული მოთხრობების კითხვა
|
17.11.2018
|
დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს მეფეებს და მათ მოღვაწეობას,წაიკითხავენ ისტორიულ მოთხრობებს.
|
4
|
რევაზ ინანიშვილის მოთხრობები
|
05.12.2018
|
მოსწავლეები გაეცნობიან რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას,წაიკითხავენ მოთხრობებს,და წარადგენენ პროექტს რევაზ ინალიშვილის შემოქმედებაზე.
|
5
|
საახალწლო ტრადიციები
|
26.12.2018
|
წაიკითხავენ ადაპტირებულ ტესტებს საახალწლო ტრადიციებზე,გაეცნობიან მითებს ლაპლანდიასა და სანტა -კლაუსზე,შეადარებენ ქართულ მეკვლესა და თოვლის ბაბუას.
|
6
|
ანა კალანდაძის ლექსები
|
23.01.2019
|
გაეცნობიან ანა კალანდაძის ბიოგრაფიას და მის შემოქმედებას,შეისწავლიან მწერლის ლექსებს.
|
7
|
სულხან-საბას იგავ-არაკები
|
13.02.2019
| |
8
|
მზადება დედის დღისა და ქალთა დღისადმი
|
27.02.2019
|
მოსწავლეები დაამზადებენ მისალოც ბარათებს დედისათვის.
რომელიც შესაბამისად გაორმდება ლექსებითადა გამონათქვამებით
|
9
|
ცნობილი ანდაზები,
|
20.03.2019
|
თითოეულ ანდაზაზე ბავშვები შექმნიან პატარა მოთხრობას ან ჩანახატს
|
10
|
საყვარელი ზღაპარი
|
17.04.2019
| |
11
|
ჩვენი ენა ქართული
|
1.05.2019
| |
12
|
ბავშვთა დაცვის დღე
|
01.06.2019
|
საბავშვო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
|
13
|
საზაფხულო არდადეგები
|
20.05.2019
| |
საინიციატივო ჯგუფი:
სკოლა ანაბასისის III კლასისი მოსწავლეები
წრის მეურვე : ხათუნა წითელაშვილი
სასკოლო წრის “ მხიარული მათემატიკა “ წევრები:
1.აბაშიძე დავითი
2.აბესაძე ანი
3.გოგნაძე იოსები
4.გუგუშვილი მაშიკო
5.გრძელიშვილი მალხაზი
6.დაჩიძე მურმანი
7.ვაჭარაძე ლუკა
8.კაპანაძე მარიამი
9.ცაციტაძე გიორგი
10.კობახიძე მათე
11.კობერიძე ბარბარე
12.ლეჟავა სანდრო
13.ლუტიძე თეკლა
14.მანჯავიძე ბარბარე
15.მიქაშავიძე კონსტანტინე
16.სირაძე დემეტრე
17.ქურდაძე გოჩა
18.ჯუღელი მათე
19.ჯუღელი ლუკა
წრის ლიდერი: აბაშიძე დავითი
ლიდერის მოადგილე: ლუტიძე თეკლა
27.09.2017
სასკოლო კლუბის " წიგნი-ცოდნის წყაროა"-ის წევრების შეკრება
წრის ლიდერისა და მოადგილის არჩევა
ხმის უმრავლესობით წრის წევრებმა ლიდერად აირჩიეს აბაშიძე დავითი,მოადგილედ კი ლუტიძე თეკლა
გაეცნენ კლუბის მუშაობის გეგმას და თემატურ მასალას რომელიც დამუშავდება მთელი წლის მანძილზე.
17.10.2018
ნოდარ დუმბაძე და მისი შემოქმედება
დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ნოდარ დუმბაძეს და მის შემოქმედებას დავუთმეთ.
ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია.
გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
ნოდარ დუმბაძე: გამონათქვამები
1. სატირა ცხელი წყალია,იუმორი-თბილი შხაპი,მე თბილი წყალი მირჩევნია.ადამიანი კი არ უნდა დაწვა,ჭუჭყი უნდა ჩამობანო.
2. უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.3. ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.
4. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.5. პირადად მე ჩემს მასწავლებლად ის ადამიანები მიმაჩნია, რომელმაც საგანი კი არ შემასწავლეს, არამედ შემაყვარეს. ჩემთვის მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მომადლებული უნარი, სხვასაც გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს,ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა და ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო.6. ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.7. ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო… მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.
4. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.5. პირადად მე ჩემს მასწავლებლად ის ადამიანები მიმაჩნია, რომელმაც საგანი კი არ შემასწავლეს, არამედ შემაყვარეს. ჩემთვის მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მომადლებული უნარი, სხვასაც გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს,ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა და ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო.6. ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.7. ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო… მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.
8. კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს.
9. ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ….ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით…
10. ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება.
11. ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია, მაგრამ შენ არ შეშინდე, ბაბუა… თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მითუმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად… იცოდე თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, ის ქვა ბაბუაშენია… ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო.
12. ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება.
13. რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს… თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა… ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ… რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს…
14. არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით.
15. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს… უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით…
საათი
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, -
იძახის
და კედელზე ჰკიდია,
დღე და ღამე ისრები
მიდიან და მიდიან......
მოვა დედა, შეხედავს:
- აბა, ჩემო ოთარი,
ცხრა საათი გამხდარა,
შენი ძილის დრო არის!
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ.
მე რომ დედა მაძინებს,
სულ საათის ბრალია.
იძახის
და კედელზე ჰკიდია,
დღე და ღამე ისრები
მიდიან და მიდიან......
მოვა დედა, შეხედავს:
- აბა, ჩემო ოთარი,
ცხრა საათი გამხდარა,
შენი ძილის დრო არის!
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ.
მე რომ დედა მაძინებს,
სულ საათის ბრალია.
ნეტავ საიდან მოვიდა,
იმდენ ხანს დააგვიანა,
ალბათ, ძალიან შორიდან.
აუ, რამდენი ფიფქია,
ფიფქები ქარში მიქრიან,
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი, არც მიფიქრია.
ეი, ბეღურავ, მავთულზე
მობუზული რომ ზიხარო,
ჩემს აივანზე მოფრინდი,
საკენკი გადმოგიყარო,
ცოტათი გათბი, დანაყრდი
და მერე ერთად ვიხაროთ.
ასე მითხრეს: - მიხედე, არაფერი ეტკინოს;
არაფერი გატეხოს, არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები, არ აბურდოს ძაფები;
დაუმალე ნემსები, დაუმალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გააღოს კარადა, არ დახიოს წიგნები,
ფანჯარა თუ გატეხა, დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან, არ დაგვღუპო, მანანა!
არ დახაზოს პარკეტი, დაუმალე მანქანა;
არ ჩაუშვა ეზოში, სურდო არვინ დამართოს,
დაუმალე ფანქრები, ხელში დანა არ ანდო;
როცა გავალთ, კარები გადაკეტე რაზებით,
განჯინაში ჩაკეტე განჯინაში ჩაკეტე
ჭიქები და ვაზები. მეტი რა დაგიბაროთ,
თვით მიხვდები დანარჩენს... ჰო, ასანთი არ ანდო,
თორემ ხანძარს გააჩენს. - ჰოდა, ასე თუ გინდათ,
დედიკო და მამიკო: არაფერი შეემთხვეს
ჩემს პატარა დაიკოს; თუ გინდათ, რომ ქეთინოს
არაფერი ეტკინოს, მე გამიშვით კინოში,
თქვენ მიხედეთ ქეთინოს.
გაზაფხულო, ლამაზო
ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იებო?
ჩემო ნუშის ხეებო,
ჩემო ჩიტუნიებო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
აი, თავი ამოყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?
შემოდგომის სურათი
ეს ქარვით პირამდე ნავსები გოდრები, ეს გიშრით პირამდე ნავსები ურმები, მიდიან. ჭრიალით, ზარმაცად, ზმორებით, ფუტკრების ზუზუნით გიწივის ყურები. ეს ღვინის სიმაგრით დაგული ბიჭები მარანს გარს უვლიან ბახუსით ნამიანს, მღერიან, თვრებიან პირსავსე ჯამებით, მღერიან: დალიე, დაგილევ ძამია. ღვინო კი ჩუხჩუხით იღვრება ჭურებში, ჭურები გმინავენ, ქშინავენ, თვრებიან, მტევნები, ჩაყრილნი საწნახლის უბეში, ცრემლს ღვრიან წუწუნით და შაქრად დნებიან.
17.11.2018
ისტორიული მოთხრობები
ადამიანი ქმნის ეპოქას, თუ თავად ეპოქა ქმნის ადამიანს -საკითხავი აი ეს არის?!!
ადამიანი და ეპოქა ! ორი ურთიერთშეჭიდული ფაზა. ადამიანი ქმნის ეპოქას! – თუ თავად ეპოქა ქმნის ადამიანს? ამ ღია საკითხზე დაუსრულებელი დავა შეიძლება. მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ეპოქის შექმნას სწორედ ადამიანებს მიაწერს…
ეპოქა…. დაუსრულებელი ცნებაა.. მაინც როგორ ქმნიან ადამიანები ეპოქას? ან ვინ ქმნის? ეპოქას ჩვეულებრივ მოკვდავთ შორის გამორჩეული, ნიჭით დაჯილდოებული კაცობრიობის ნაწილი ქმნის,ქმნიდა და შექმნის… სხვაგავრად არ გამოვა, ეს ჩვენს მიერ დაწესებული კანონზომიერებაა და მას ვერ გავექცევით !
ეპოქა…. დაუსრულებელი ცნებაა.. მაინც როგორ ქმნიან ადამიანები ეპოქას? ან ვინ ქმნის? ეპოქას ჩვეულებრივ მოკვდავთ შორის გამორჩეული, ნიჭით დაჯილდოებული კაცობრიობის ნაწილი ქმნის,ქმნიდა და შექმნის… სხვაგავრად არ გამოვა, ეს ჩვენს მიერ დაწესებული კანონზომიერებაა და მას ვერ გავექცევით !
ჩვენი ქვეყნის ეპოქის ნაწილი მათ ^ შექმნეს, ჩვენს წარსულს სწორედ მათმიერ შექმნილი ეპოქა წარმოადგენს.ჩვენ კი ბრძოლებით, გარდატეხებით, თავდადებით(ზოგჯერ კი ღალატით), შეუპოვრობით, დაუცხრომლობით, დაუმარცხებლობით გაჯერებული
წარსული გვაქვს!
ეს კონკრეტული მაგალითი იმისთვის მოვიყვანე,რომ ნათელი გახდეს, ყველა ეპოქას განსხვავებული ადამიანები ქმნიან, ამ განსხვავებას კი, სწორედ ეპოქა ქმნის.
წარსული გვაქვს!
ეს კონკრეტული მაგალითი იმისთვის მოვიყვანე,რომ ნათელი გახდეს, ყველა ეპოქას განსხვავებული ადამიანები ქმნიან, ამ განსხვავებას კი, სწორედ ეპოქა ქმნის.
თუ ჩვენი ერის წარსული ეპოქა ^ჩოხოსანმა და წვერ-ულვაშით დამშვენებულმა ადამიანებმა შექმნეს, დღევანდელობას ჩვენ ვქმნით , ახალი თაობა, მომავალი მაინც ჩვენია.ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთი, ამათუიმ ცივილიზაციას ეკუთვნის… ცივილიზაციას კი ევოლუციონერი ერები, შემოქმედნი და შემოქმედებანი ქმნიან.
თამარ მეფე იყო საქართველოს მონარქი1184წლიდან,გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანისბრძოლები.
გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი.
1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი დამამიდასთან იზრდებოდნენ.
ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა … მეფე ყოთამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა … და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე. ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.
მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმასამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაშიდაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.
გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.
სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.
მეფობის ადრეული წლები და პირველი ქორწინება
დიდიგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.
ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილი იქნა, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.
ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობაანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.
მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:
„კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.“
|
მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედცა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს . თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“.საქართველოდან განდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა.
იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანი – კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცო – სამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთში, თმოგვსა და ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა. რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს .
1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას მარცხი განიცადა.
მეორე ქორწინება
გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს.რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟისდემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გადაიხვეწა. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები.
ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ
ეკონომიკა
თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი.დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა–მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.
მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითრებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.
თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან,ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები
თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა მანძილზე არსებობდაზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთ მონეტა აღმოუჩენიათ. 1961 წლის შემოდგომაზე სოფელ ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი (1460 ცალი), რომელიც, ძირითადად, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული მონეტებისაგან შედგებოდა. განძში უხვად იყო თამარის დროს მოჭრილი მონეტები. ნიჩბისში აღმოჩენილი მონეტების მცირე ნაწილი ყალბი იყო.სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა.ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.
განათლება და კულტურა
XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.
ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. ქართული მონასტრების ოპიზის, ოშკის, შატბერდის, ბერთის, ხანძთის და სხვა მონასტრებთან არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. საქართველოში სასკოლო განათლების დაწესებულების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ. თამარის დროინდელი საქართველოს აკადემიებს სათავეში მოძღვართმოძღვარი ედგა. საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა,გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც , XIII საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში იყო ნათარგმნი „წიგნი სააქიმოჲ“. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები, საზღვარგარეთაც. მათგან აღსანიშნავია: ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე (სირიაში), პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა.
XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებშიც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები. შეიცვალა ტაძრის პროპორციებიც: გუბათის ყელი შენობასთან შედარებით ძალიან აზრდილია. ამ ტიპის ტაძრებია: იკორთა (ქართლში), ბეთანია (ვერეს ხეობაში), ქვათახევი (ქართლში), ფიტარეთი (ქვემო ქართლში), წუღრუღაშენი (ქვემო ქართლში),დმანისის კარიბჭე (ქვემო ქართლში), ერთაწმინდა (ქართლში) და სხვები. ამავე ჯგუფს განეკუთვნება აგურით ნაშენი ორი ტაძარი: ტიმოთისუბანი და ყინწვისი. ერთნავიანი ეკლესიები: ლამაზი საყდარი (ხრამის ხეობაში), მაღლაანთ ეკლესია (შიდა ქართლში), გუდარეხი (ქვემო ქართლში), ლურჯი მონასტერი (თბილისში) და სხვები. ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს – ვარძიას. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა თამარმა. მნიშვნელოვანია აქ არსებული დიდი ეკლესია, რომლის კედლები ფრესკებითაა დამშვენებული. აქ არის გამოსახული გიორგი III-ისა და თამარის პორტრეტები.
თამარ მეფის პერიოდში აგებულიბესლეთის ხიდი, ქალაქ სოხუმისსიახლოვეს
თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიო-მღვიმე-სხალტბის წყალსადენი, ბესლეთისა (სოხუმი),დონდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე,თმოგვი და სხვები.
მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის, ოშკის, ტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდშიდავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.
აღსანიშნავია თამარის პორტრეტები. ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული, მის გვერდით მამამისი, გიორგი III დგას. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგიცაა გამოსახული.ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან ერთად.
XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.
გარდაცვალება და დაკრძალვა
ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს. მატიანეები ასე გადმოგვცემენ ამ მოვლენას:
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:„და წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა ძესა თავისსა ლაშას“.
„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“:„აღმოიყარნეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა
შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.“
„ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“:„მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი
და მეფენი… დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.
„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“:„აღმოიყარნეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა
შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.“
„ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“:„მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი
და მეფენი… დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.
თამარის გელათში დაკრძალვა სრულიად კანონზომიერი ფაქტი იყო. საქართველოს მეფე დაიკრძალა ქართველ მეფეთა ტრადიციულ საძვალეში. არსებობს მრავალი ლეგენდა თამარის სამარხთან დაკავშირებით. არის ასეთი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თამარ მეფეს ანდერძად დაუტოვებია, ისე დაეკრძალათ, რომ მისი საფლავი არავის სცოდნოდა. სწორედ ამიტომ, გაუკეთებიათ ექვსი მოოქროვილი კუბო. ერთი ოჯახიდან მოიყვანეს ოთხი ძმა, რომლებმაც თამარის ცხედარი წაასვენეს და საიდუმლოდ დამარხეს. ძმები უკან აღარ დაბრუნებულან. არსებობს ამ თქმულების სხვადასხვა ვარიანტი. სახალხო მთქმელები თამარის დაკრძალვის ადგილად ასახელებენ სვანეთს, რაჭას, სოფ. მურღულს, იალბუზის მთას, გელათს, ვარძიას, მცხეთას და ა.შ
ასევე, არსებობს მოსაზრება მეფე თამარის ნეშტის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეფის საფლავის მტრებისგან დაცვა ყოფილა. საფუძველი ამგვარ ვარაუდს ფრანგი რაინდის გ. დებუას წერილმა დაუდო.
05.12.2018
რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში. 1937 წელს ოჯახთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, 1943_45_ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. აქედან გადავიდა სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში. ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
1947წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.
1951 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დაამთავრა 1956 წელს. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” სასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) მუშაობდა ჟურნალ “დილის” რედაქტორად.
პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი გამოვიდა 1953 წელს. 1977 წელს წიგნისათვის “შორი თეთრი მწვერვალი” მიენიჭა რუსთაველის სახეობის პრემია. 1980 წელს კინოფილმმა – “ქვიშანი დარჩებიან” სცენარისთვის, მინისტრთა საბჭოს პრემია “ხუთწლედის მატიანე” მიენიჭა.
გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: “ნატვრის ხე” ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, “ქვიშანი დაერჩებიან”, “არდადეგები”, “დედუნა” “ჩირიკი და ჩიკოტელა” “კაცები”…
მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ… ენებზე.
გარდაიცვალა 1991 წელს 26 დეკემბერს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
რევაზ ინანიშვილი – მუხა
ეს მუხა ტყის პირას დგას, – ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, – ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, – კივკივო! – ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ…
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი, ბურთი და აი, მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, – თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი, ბურთი და აი, მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, – თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.
ლოჭინში
დავით აღმაშენებელს, ქართვლ მეფეთა შორის ყველაზე ღვაწლმოილს, ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. სადაც უნდა წასულიყო, თვით სანადიროდ და სალაშქროდაც კი, გადაარჩევდა წიგნების მთელ დასტას და თან წაიღებდა. გვიან ღამისას, ქვეყანას რომ ეძინა, ის ისევ წიგნზე იყო ხოლმე დახრილი, ხშირად გასთენებია ხოლმე ისე მჯდომარეს.
დავითის ისტორიკოსი წერს: წინა დაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დაუსვის ბოლოსა წიგნისას, ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მათ ნიშანთა აღვთვალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა?.
ხომ მიხვდით, რასაც ბრძანებს ისტორიკოსი: წიგნს რომ წაიკითხავდა, ნიშანს დაუსვამდა ბოლოშიო. ერთი წიგნი, სამოციქულიო. ერთი წლის განმავლობაში ოცდაოთხჯერ წაიკითხაო. უზომოდ ბრაზობდა დავითი, თუ ვინმე კითხვას უდროო დროს შეაწყვეტინებდა.
აი, ერთხელ რა მოხდა.
შემოსულიყო თბილისის ქვემოდან, ლოჭინის ხევში, თურქთა დიდი ნახირი. თბილისი მაშინ ჯერ ისევ მათ ეპყრათ, თურქებს. მათი ხალხი თავიათი მთებიდან, სადაც დიდი ზამთარი და თოვლები იცის, საქონელს მტკვრის ხეობაში ერეკებოდა. საქონელს თან მოჰყვებოდნენ შეიარაღებული მხედრები. თუ ვინმე წინ აღუდგებოდა და შეეწინააღმდეგებოდა, ხოცავდენ.
დავითი სამასი მხედრით იმ ადგილში იყო, ლოჭინთან. საფიქრებელია, რომ თბილისს უდარიელებდა, ესე იგი, მისი აღების გეგმებს აწყობდა. დაინახა ის დდი ნახირი, გამოარჩია თავისი მხედრობიდან ერთი რაზმი, თხუთმეტი კაცი, უბრძანა წაერთმიათ თურქებისთვის ნახირი, გამოერეკათ და ავჭალაში ამოსულიყვნენ, მეფე იქ დახვდებოდათ.
მეომრებმა მუზარადი შეისწორეს, ფარები მოიმარჯვეს და ცხენზე წაწოლილნი ჩაგრიალდნენ ხევში.
დავითი ავჭალაში ავიდა. იქ ცხენიდან ჩამოხტა, ჩამოხდნენ მისი მხედრებიც. მხედრებს უბრძანა. დაპურებულიყვნენ და უმისოდ ფეხი არ მოეცვალათ. თვითონ აიღო წიგნი, წაუძღვა თავის ცხენს, განმარტოვდა დიდი, ფოთლებშეყვითლებული ვერხვის ქვეშ, დაჯდა შემოდგომის მწვანეზე და დაიწყო კითხვა.
ცოტა ხანში კივილი შემოესმა, ერთი სახესისხლიანი მეომარი უკან ამობრუნებულიყო,_ ნახირს უამრავი თურქი იცავს, თბილისიდანაც გამოეშველნენ და ვერას ვხდებითო.
დავითმა წიგნი იქვე, მდელოზე დატოვა, ჯაჭვ-მუზარადის მორთმევა არ უბრძანებია, არც თავისი მხედრებისათვის მიუწვდენია ხმა, ისევე, თხელი ხალათის ამარა გადაევლო ცხენს, ხმალი გამოიღო და პირგამეხებული გაბრიალდა ლოჭინისაკენ.
გუნდადშეკრულ თურქთა შორის მოქცეული ორიოდე ქართველი ქანცგაწყვეტილი იცავდა თავს. დავითმა დაჰკივლა. მისმა ხაფმა ხმამ, გრიგალისებურმა ახოვანებამ წამსვე არივ-დარია მკვლავგალაღებული თურქები, ცოტა ხანს კი შეეწინააღმდეგნენ დავითს, მერე პირი იბრუნეს და თბილისისაკენ გაქუსლეს.
დავითი ორხევამდე მიჰყვა. იქ ხრამში ჩაჩეხა კიდევ ერთი თურქი, ადგალზე დააბრუნა ყალყზე შემდგარი ცხენი, ხმალგაძაბული უყურებდა, როგორ მიჰბღაოდნენ გადარჩენილი თურქები თბილისის ციხეებს, მერე მოიხედა.
სახე უკვე დამშვიდებოდა. მარცხენა ხელის ზურგი მაშვრალი გლეხკაცივით გაისვა ოფლიან შუბლზე, გადაიხარა, მაღალ ბალახებს გადასწვდა, მომუჭა, ხმალი იმ ბალახებით გაწმინდა, ქარქაშში ძლივს ჩააგო, – გამრუდებულიყო ცემით, – გამოარეკინა ნახირი და წამოვიდა ისევ ავჭალისაკენ.
მეფის გაუფრთხილებლობით თავზარდაცემული მხლებლები მიწას ვეღარ აცილებდნენ თვალს. გაქვავებული იდგნენ მეომრებიც. ძლივს გაბედა და მოართვა ხოხბის ბუმბულით ჩანიშნული წიგნი მსხურმა, დავითმა თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა, ერთხელაც გახედა თბილისს, მერე ხოხბის ბუმბული წიგნის ბოლოში გადაიტანა, ფურცელი არათითით ფრთხილად გადმოშალა ზემოთა მხრიდან და იქვე, ცხენზევე განაგრძო კითხვა.
თბილისი კი…
მაინც დავითმა შეძლო მისი აღება.
ოთხას წელიწადს ტყვეობაში მყოფი დედაქალაქი თავისი მეხისმტეხელი მახვილით დაუბრუნდა საქართველოს. წელი იყო ათას ას ოცდაორი, დღე… რა სამწუხაროა! დღე არ არის ცნობილი.
დავითის ისტორიკოსი წერს: წინა დაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დაუსვის ბოლოსა წიგნისას, ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მათ ნიშანთა აღვთვალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა?.
ხომ მიხვდით, რასაც ბრძანებს ისტორიკოსი: წიგნს რომ წაიკითხავდა, ნიშანს დაუსვამდა ბოლოშიო. ერთი წიგნი, სამოციქულიო. ერთი წლის განმავლობაში ოცდაოთხჯერ წაიკითხაო. უზომოდ ბრაზობდა დავითი, თუ ვინმე კითხვას უდროო დროს შეაწყვეტინებდა.
აი, ერთხელ რა მოხდა.
შემოსულიყო თბილისის ქვემოდან, ლოჭინის ხევში, თურქთა დიდი ნახირი. თბილისი მაშინ ჯერ ისევ მათ ეპყრათ, თურქებს. მათი ხალხი თავიათი მთებიდან, სადაც დიდი ზამთარი და თოვლები იცის, საქონელს მტკვრის ხეობაში ერეკებოდა. საქონელს თან მოჰყვებოდნენ შეიარაღებული მხედრები. თუ ვინმე წინ აღუდგებოდა და შეეწინააღმდეგებოდა, ხოცავდენ.
დავითი სამასი მხედრით იმ ადგილში იყო, ლოჭინთან. საფიქრებელია, რომ თბილისს უდარიელებდა, ესე იგი, მისი აღების გეგმებს აწყობდა. დაინახა ის დდი ნახირი, გამოარჩია თავისი მხედრობიდან ერთი რაზმი, თხუთმეტი კაცი, უბრძანა წაერთმიათ თურქებისთვის ნახირი, გამოერეკათ და ავჭალაში ამოსულიყვნენ, მეფე იქ დახვდებოდათ.
მეომრებმა მუზარადი შეისწორეს, ფარები მოიმარჯვეს და ცხენზე წაწოლილნი ჩაგრიალდნენ ხევში.
დავითი ავჭალაში ავიდა. იქ ცხენიდან ჩამოხტა, ჩამოხდნენ მისი მხედრებიც. მხედრებს უბრძანა. დაპურებულიყვნენ და უმისოდ ფეხი არ მოეცვალათ. თვითონ აიღო წიგნი, წაუძღვა თავის ცხენს, განმარტოვდა დიდი, ფოთლებშეყვითლებული ვერხვის ქვეშ, დაჯდა შემოდგომის მწვანეზე და დაიწყო კითხვა.
ცოტა ხანში კივილი შემოესმა, ერთი სახესისხლიანი მეომარი უკან ამობრუნებულიყო,_ ნახირს უამრავი თურქი იცავს, თბილისიდანაც გამოეშველნენ და ვერას ვხდებითო.
დავითმა წიგნი იქვე, მდელოზე დატოვა, ჯაჭვ-მუზარადის მორთმევა არ უბრძანებია, არც თავისი მხედრებისათვის მიუწვდენია ხმა, ისევე, თხელი ხალათის ამარა გადაევლო ცხენს, ხმალი გამოიღო და პირგამეხებული გაბრიალდა ლოჭინისაკენ.
გუნდადშეკრულ თურქთა შორის მოქცეული ორიოდე ქართველი ქანცგაწყვეტილი იცავდა თავს. დავითმა დაჰკივლა. მისმა ხაფმა ხმამ, გრიგალისებურმა ახოვანებამ წამსვე არივ-დარია მკვლავგალაღებული თურქები, ცოტა ხანს კი შეეწინააღმდეგნენ დავითს, მერე პირი იბრუნეს და თბილისისაკენ გაქუსლეს.
დავითი ორხევამდე მიჰყვა. იქ ხრამში ჩაჩეხა კიდევ ერთი თურქი, ადგალზე დააბრუნა ყალყზე შემდგარი ცხენი, ხმალგაძაბული უყურებდა, როგორ მიჰბღაოდნენ გადარჩენილი თურქები თბილისის ციხეებს, მერე მოიხედა.
სახე უკვე დამშვიდებოდა. მარცხენა ხელის ზურგი მაშვრალი გლეხკაცივით გაისვა ოფლიან შუბლზე, გადაიხარა, მაღალ ბალახებს გადასწვდა, მომუჭა, ხმალი იმ ბალახებით გაწმინდა, ქარქაშში ძლივს ჩააგო, – გამრუდებულიყო ცემით, – გამოარეკინა ნახირი და წამოვიდა ისევ ავჭალისაკენ.
მეფის გაუფრთხილებლობით თავზარდაცემული მხლებლები მიწას ვეღარ აცილებდნენ თვალს. გაქვავებული იდგნენ მეომრებიც. ძლივს გაბედა და მოართვა ხოხბის ბუმბულით ჩანიშნული წიგნი მსხურმა, დავითმა თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა, ერთხელაც გახედა თბილისს, მერე ხოხბის ბუმბული წიგნის ბოლოში გადაიტანა, ფურცელი არათითით ფრთხილად გადმოშალა ზემოთა მხრიდან და იქვე, ცხენზევე განაგრძო კითხვა.
თბილისი კი…
მაინც დავითმა შეძლო მისი აღება.
ოთხას წელიწადს ტყვეობაში მყოფი დედაქალაქი თავისი მეხისმტეხელი მახვილით დაუბრუნდა საქართველოს. წელი იყო ათას ას ოცდაორი, დღე… რა სამწუხაროა! დღე არ არის ცნობილი.
ჩიტუნიას ლოცვა
გამოვიდა შენი ჩაგორგოლებული ბებია, ხელში ხის დიდი კოვზი ეჭირა, მიქნევდა იმ კოვზს და მეუბნებოდა:
_ ქვეყანა ავსებულა ასკილის ყვავილით. წადი, კაცო, შენც დაკრიფე. ეს შვილიშვილები რომ გიხარია, მურაბები არ უნდათ? ზამთარი რომ დადგება, თოვლს რომ ჩამოჰყრის, ქარი რომ დაუზუზუნებს, ჩაი რომ გაგემრიელდება, რა უნდა მივატანებინოთ იმ ჩაიზე?
_ ცოტა ხანს დამაცადე და წავალ-მეთქი. _ ცოტა ხანსაც ვწერე, მერე გადავიკიდე ჩანთა და სულ ძუნძულ-ძუნძულით ჩავედი ჭალაში.
ის ჩვენი ჭალა ასკილის ბუჩქებით არის სავსე და ის ბუჩქები სულ გადაპენტილი იყო ყვავილებით. დავიწყე კრეფა. ვკრეფ, ვკრეფ, ვბეჯითობ. ჯერ მუჭაში მოვიგროვებ სიფრიფანა ფურცლებს, მერე ჩანთაში ვიყრი, ერთ ბუჩქთან რომ მომწყინდება კრეფა, მეორე ბუჩქთან მივდივარ.
მივადექი ერთ ლამაზ ბუჩქსაც. ავწვდი ყვავილებით დახუნძლულ ტოტს და_ფრი-ფრი-ფრი!_გაძვრა, პაწაწინა ჩიტუნია ბულბულა, ჰო, ჰო, ბულბული კი არა, ბულბულა, გადაფრინდა სხვა ბუჩქზე და იქიდან ყელყელაობს, მე მიყურებს. ამას აქ ბუდე ხომ არა აქვს-მეთქი. გავწი-გამოვწიე ტოტები, შევიჭვრიტე ბუჩქში და, მართლაც, ლამაზად მომრგვალებული პატარა ბუდე დავინახე. ავიწიე ფეხის წვერებზე, ჩავიხედე შიგ და დამეღიმა, _ ბუდეში ხუთი მთლად პაწია რუხი კვერცხი იდო.
_ წი-წი-წი! _ ფრენით შემომიარა ირგვლივ ჩიტუნიამ, _ კაცოო, შენი ჭირიმეო, ეგ კვერცხები არ დამიმტვრიოო.
მე გავუღიმე და ვუთხარი:
_ ნუ გეშინია, ჩიტუნია, მე კეთილი კაცი ვარ, კვერცხებს რად დაგიმტვრევ. მე პატარა შვილიშვილები მყავს, შენც გამოჩეკე პაწაწინა ბარტყები და ვიყოთ, _ შენ შენს ბარტყებთან, მე _ ჩემს შვილიშვილებთან.
აქეთ-იქით გაწეული ტოტები ფრთხილად მივაფარე ბუდეს და წამოვედი, მახლობელ ბუჩქს ამოვეფარე, მინდოდა მენახა, რას იზამდა ის პატარა ჩიტუნია. მაშინვე ცახცახ-ფართხალით მიფრინდა ბუდესთან, ნახა, ყველა კვერცხი თავის ადგილზე იდო, ერთი მოითქვა სული, მერე ამოძვრა მაღლა, წამოსკუპდა ყველაზე მაღალ ტოტზე, წამოიწია ჩემკენ და გალობით მოჰყვა ლოცვას.
– გმადლობ, კეთილო კაცო, კვერცხები რომ არ დამიმტვრიეო.
ასწია კიდევ უფრო მაღლა ყელი და ახლა ცას შეჰგალობა: – ცაო, ლამაზო მზეო, შენ გაუზარდე კეთილ კაცს თავისი პატარები, თავისი პატარა შვილიშვილებიო.
მეც დიდი მადლობა გადავუხადე ჩიტუნიას დალოცვისათვის და წამოვედი, განვაგრძე ჩემი საქმე, ასკილის ყვავილების კრეფა.
ზამთარი რომ დადგება, თოვლი რომ მოვა, ცივი ქარი რომ აზუზუნდება და ცხელი ჩაი გაგემრიელდება, მურაბას მაშინ გაჭმევთ.
ახლა გაჭამოთ?
ეგ ბებიას საქმეა, ეგ უკვე ბებიკოს უნდა სთხოვოთ.
_ ქვეყანა ავსებულა ასკილის ყვავილით. წადი, კაცო, შენც დაკრიფე. ეს შვილიშვილები რომ გიხარია, მურაბები არ უნდათ? ზამთარი რომ დადგება, თოვლს რომ ჩამოჰყრის, ქარი რომ დაუზუზუნებს, ჩაი რომ გაგემრიელდება, რა უნდა მივატანებინოთ იმ ჩაიზე?
_ ცოტა ხანს დამაცადე და წავალ-მეთქი. _ ცოტა ხანსაც ვწერე, მერე გადავიკიდე ჩანთა და სულ ძუნძულ-ძუნძულით ჩავედი ჭალაში.
ის ჩვენი ჭალა ასკილის ბუჩქებით არის სავსე და ის ბუჩქები სულ გადაპენტილი იყო ყვავილებით. დავიწყე კრეფა. ვკრეფ, ვკრეფ, ვბეჯითობ. ჯერ მუჭაში მოვიგროვებ სიფრიფანა ფურცლებს, მერე ჩანთაში ვიყრი, ერთ ბუჩქთან რომ მომწყინდება კრეფა, მეორე ბუჩქთან მივდივარ.
მივადექი ერთ ლამაზ ბუჩქსაც. ავწვდი ყვავილებით დახუნძლულ ტოტს და_ფრი-ფრი-ფრი!_გაძვრა, პაწაწინა ჩიტუნია ბულბულა, ჰო, ჰო, ბულბული კი არა, ბულბულა, გადაფრინდა სხვა ბუჩქზე და იქიდან ყელყელაობს, მე მიყურებს. ამას აქ ბუდე ხომ არა აქვს-მეთქი. გავწი-გამოვწიე ტოტები, შევიჭვრიტე ბუჩქში და, მართლაც, ლამაზად მომრგვალებული პატარა ბუდე დავინახე. ავიწიე ფეხის წვერებზე, ჩავიხედე შიგ და დამეღიმა, _ ბუდეში ხუთი მთლად პაწია რუხი კვერცხი იდო.
_ წი-წი-წი! _ ფრენით შემომიარა ირგვლივ ჩიტუნიამ, _ კაცოო, შენი ჭირიმეო, ეგ კვერცხები არ დამიმტვრიოო.
მე გავუღიმე და ვუთხარი:
_ ნუ გეშინია, ჩიტუნია, მე კეთილი კაცი ვარ, კვერცხებს რად დაგიმტვრევ. მე პატარა შვილიშვილები მყავს, შენც გამოჩეკე პაწაწინა ბარტყები და ვიყოთ, _ შენ შენს ბარტყებთან, მე _ ჩემს შვილიშვილებთან.
აქეთ-იქით გაწეული ტოტები ფრთხილად მივაფარე ბუდეს და წამოვედი, მახლობელ ბუჩქს ამოვეფარე, მინდოდა მენახა, რას იზამდა ის პატარა ჩიტუნია. მაშინვე ცახცახ-ფართხალით მიფრინდა ბუდესთან, ნახა, ყველა კვერცხი თავის ადგილზე იდო, ერთი მოითქვა სული, მერე ამოძვრა მაღლა, წამოსკუპდა ყველაზე მაღალ ტოტზე, წამოიწია ჩემკენ და გალობით მოჰყვა ლოცვას.
– გმადლობ, კეთილო კაცო, კვერცხები რომ არ დამიმტვრიეო.
ასწია კიდევ უფრო მაღლა ყელი და ახლა ცას შეჰგალობა: – ცაო, ლამაზო მზეო, შენ გაუზარდე კეთილ კაცს თავისი პატარები, თავისი პატარა შვილიშვილებიო.
მეც დიდი მადლობა გადავუხადე ჩიტუნიას დალოცვისათვის და წამოვედი, განვაგრძე ჩემი საქმე, ასკილის ყვავილების კრეფა.
ზამთარი რომ დადგება, თოვლი რომ მოვა, ცივი ქარი რომ აზუზუნდება და ცხელი ჩაი გაგემრიელდება, მურაბას მაშინ გაჭმევთ.
ახლა გაჭამოთ?
ეგ ბებიას საქმეა, ეგ უკვე ბებიკოს უნდა სთხოვოთ.
26.12.2018
საახალწლო ტრადიციები
საახალწლო
ტრადიციები საქართველოში
ახალი წლის ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხავადსხვანაირია. ქართული
ტრადიციის მიხედვით, თოვლი ბაბუა თეთრ ჩოხაში გამოწყობი წვერ-ულვაშიანი მომღიმარი
კეთილი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებს
ჩუქნის. საქართველოში ახალ წელი თოვლის ბაბუასთან ერთად მეკვლესთანაც
ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ. იგი პირველია
ვინც ახალი წლის ღამეს შედის ოჯახში და მასპინძელს ხვავსა და ბარაქას უსურვებს.
ცუდი ფეხის მქონე მეკვლის სახლში შემოშვება არ არის სასურველი. ახალი წელი
სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების
მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს
სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის
პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში
დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს
უამრავი წეს-ჩვეულება.
საახალწლო
რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა
ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ,
რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა,
სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“
უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს
იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები.“
თუშეთი
ზამთრის
სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა,
რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ
"წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში
არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს
საგძალს“, კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე
დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას -
ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე
დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის
მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან
ფუძის ანგელოზის კვერს და "კერის კვერს". საახალწლოდ ირჩევენ
მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე
ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და
იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი
გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ
საქონი!“
ხევსურეთი
ხევსურები
ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში
საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო
კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი,
კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს
გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება
მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის
კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის
ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო. ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და
აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
ფშავი
მამლის
პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს,
ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს
შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს
წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი
გამომაყოლეო". ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს
შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს,
"დააბერებს" და ერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად
დამიბერდიო". გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის
წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და
ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას
შეუდგებიან.
მესხეთ-ჯავახეთი
საღამო
ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად
გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ
აცხობდნენ: „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს, ცხვრის „ბუჟუნას“, რომლის ცომსაც
სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, „ბედის პური“ ცხვებოდა დიდი და შიგ
ატანდნენ თეთრ აბაზიანს. შემდეგ დიასახლისი აცხობდა „ბანის პურებს“ და
„ქათამ-წიწილას“ პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის
ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს,
გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას. ამის შემდეგ
სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა,
რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას
ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და
ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა. მამლის ყივილისას ამ
ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა
ლოცვით; "ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი
ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი".
საინგილო
(ჰერეთი)
საინგილოში
საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით
თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად
წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი
ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით
მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს
მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან
იტყვის: „ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ
ღვინოსა.“ თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს
მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე.
უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც
უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ
ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.
გურია-სამეგრელო
გურია-სამეგრელოში
ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით
ეგებებიან. სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში
მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან
გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში
შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო
ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და
სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს.“
საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები. ახალ
წელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს,
ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს
იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი
ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი
წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს
და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს.
ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: „აგუნა,
აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი“-ო. ამის შემდეგ პროცესია
სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.
რაჭა
ზემო
რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის.
აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერია“-ს,
რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე
დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ან მეკვლე
ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს
აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ
ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად
ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად წავა.
მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის
დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ.
სვანეთი
ახალწლის
ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე
ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი
სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ
ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)".
სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს
და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.
ქართლი
ქართლში
თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ
ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე
ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას
დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის
ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას
ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ.
მსოფლიოში რამდენი ერიცაა, იმდენი საახალწლო ტრადიცია, ცრურწმენა და კერძია. მოდით, ვნახოთ, როგორ ხვდებიან დღესასწაულს სხვა ქვეყნებში.
ფინელები შობის წინადღეს აუცილებლად მიირთმევენ ბრინჯის ფაფას, სვამენ ქლიავის წვენს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ნაძვის ხის მორთვას. შუადღით ოჯახის წევრები სადღესასწაულო სუფრას მიუსხდებიან და ინდაურს კარტოფილისა და სტაფილოს გარნირით შეექცევიან.
პოლონელები და ბულგარელები საახალწლო სუფრაზე ზუსტად 12 კერძს დებენ. მათ შორის არც ერთია ხორცეული.
ავსტრიაში, უნგრეთსა და იუგოსლავიის ყოფილ ქვეყნებში საახალწლო სუფრაზე არ არის ბატი, იხვი, ქათამი და ინდაური. იქ მიჩნეულია, თუ იმ საღამოს ფრინველის ხორცს შეჭამენ, ბედნიერება გაუფრინდებათ.
გერმანელები საშობაო სუფრაზე ვაშლებით, ნიგვზითა და ქიშმიშით მორთულ კერძსა და მთელი კვირის განმავლობაში გამომცხვარ ღვეზელებს დებენ.მათი რწმენით, ვაშლი კეთილისა და ბოროტის შეცნობის სიმბოლოა, ხოლო კაკალი მაგარი ნაჭუჭითა და გემრიელი გულით - ცხოვრებისეულ საიდულოსა და სიძნელეს ნიშნავს.
ინგლისში ინდაურს პურით, ყველით, შავი ქლიავით, ნივრით, ლობიოთი, სოკოთი, ვაშლით, კომბოსტოთი ტენიან და სუფრაზე ბოსტნეულის გარნირთან ერთად გამოაქვთ.
მექსიკაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ყველა თავის სახლს მიაშურებს. თუ ადამიანი მარტოხელაა, მას სიხარულით შეიფარებენ და ხილის პუნშით გაუმასპინძლდებიან.
იტალიაში, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, უკვე დიდი ხანია ძველ ნივთებს ფანჯრიდან აღარ ისვრიან. სამაგიეროდ საახალწლო სუფრაზე კოტეჩინო კონლეტიჩი ( ღორის სოსისი ოსპით ) და დესერტად კულიჩი გამოაქვთ.
სამხრეთ ამერიკაში თვლიან, რომ საახალწლო სუფრაზე ბარდა და პარკოსნები, ასევე მწვანილი, სიმდიდრეს მოიტანს. მათი რწმენით, ბარდა და პარკოსნები მონეტების განსახიერებაა, ხოლო მწვანილი - ქაღალდის ფულის. სვამენ უალკოჰოლო ცხელ პუნშს.
ყოველმა კუბელმა, ესპანელმა და პორტუგალიელმა ზუსტად შუაღამეს ყურძნის თორმეტი მარცვალი უნდა ჭამოს ( საათის თითო ჩამოკრაზე თითო მარცვლის შეჭმა უნდა მოასწრონ), მხოლოდ მაშინ აუხდებათ სანუკვარი ოცნება.
23.01.2018
ანა კალანდაძე
ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი.
ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924
წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946
წელს.
1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.
წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.
გარდაიცვალა 2008
წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო ლამაზო…
„სხვა საქართველო სად არი?”
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა - არცა რისი სადარი…
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი…
დიდება,
შენი დიდება
სხვა საქართველო სად არი?”
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები…
მთაში
- ტყე დანაბინდები,
ტყეში
- ქორბუდა ირმები…
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები…
მხარევ,
მოსილო დიდებით,
“სხვა საქართველო სად არი?”
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში…
თეთნულდზე - თოვლი მარადი,
ვენახზე
- მზე და ბადახში…
სხვა საქართველო ვინ ნახა?
“სხვა საქართველო სად არი?”
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს…
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
“სხვა საქართველო სად არი?”
აქ დაიბადა `სულიკო”,
მზისკენ გაფრინდა `მერანი”…
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაი?
აქ დაიბადა `სულიკო”,
მზისკენ გაფრინდა”მერანი”…
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,’
ცაში ასულა ძერაი,
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი…
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი…
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი…
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო ლამაზო,
“სხვა საქართველო სად არი?”
ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით...
—ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები?
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“...
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ?
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა?
—ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა...
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ?
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა?
—ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა...
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…
პაწაწინა რტო ვარ
მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!
13.02.2019
სულხან-საბა ორბელიანი
სულხან-საბა ორბელიანი აღორძინების ხანის დიდი მოღვაწე, შესანიშნავი იგავთვმწერი, დიდებული, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი, დიპლომატი და მეცნიერი იყო.
ბიოგრაფია
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი.
სულხან-საბა ბავშვობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი. საქართველოს შინაური არეულობის გამო, რეპრესირებული ს. ს. ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს და, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით ორბელიანმა კათოლიკური აღმსარებლობა მიიღო.
სულხან-საბა ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი "ქართული ლექსიკონი" ("სიტყვის კონა", 1685 – 1716), რომელიც იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით გამოირჩევა. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები, გაბედულად შემოაქვს ცოცხალ, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
ს. ს. ორბელიანის ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული "სიბრძნე სიცრუისა" (1686 – 1695 წწ.). იგი თავის იგავებში ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა.
ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ს. ს. ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში", რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. შემორჩენილია მხოლოდ საფრანგეთის, თურქეთისა და იტალიის ქალაქთა აღწერილობა.
ს. ს. ორბელიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში "სამოთხის კარი". განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგების კრებულს, ე. წ. "სწავლანს", რომელიც გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან, კერძოდ, "სიბრძნე სიცრუისა"-სთან. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია "ქილილა და დამანა". მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას. http://youtube.com/watch?v=dL28m4HAfv8
მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყვა. რა მოიწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატეხოს და ვერ გატეხა. მერმე თითო-თითო მოზიდა და ყოველივე დალეწა. უთხრა შვილთა თვისთა:
- თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა.
- აწე, თქვენი საქმე მას ჰგავს. თქვენი სიტყვა თუცა ერთი იყოს, დაემყაროს მეფობა ჩემი. და რადგან მტერნი ხართ, ჩემს საქმეს წაუხდენელს არ გაუშვებთ.
ვაზირთ წესია, რამდენიც იყვნენ, პირი ერთი ჰქონდესთ. ერთის ჭკუა და რჩევა უამხანაგოდ სწორედ არ წავა, არ იქმნების, რაგინდ ბრძენი იყოს, ერთიც არის საქმე არ დაიცდინოს და ერთის საქმის დაცდენითა ბევრი წახდება. ამისთვის ორისა და სამის კაცის რჩევა სჯობს.
ვაზირნი ერთმანერთის მოყვარულნი ხამს.
ვაზირობა სიქიშპითა და კაცის მტერობით არ კარგა იქმნება.
თუ ვაზირი ბატონის ერთგულია, მტერი უნდა დაიმოყვროს, თავისი აუგიც აპატიოს, გული გაიერთონ და დაემტკიცოს მეფობა პატრონისა მათისა.
ვაზირი ხვაშიადის შემნახავი ხამს. თუცა ერთმანერთში შუღლი მოხდა, ხვაშიადი გამჟღავნდების და მათგან ერთმანერთის მტერობით გაიცემა, სიტყვას და ბრალობას დაუწყებენ: მან თქვა, არა მას უთქვამსო.
ვაზირი, პატრონისა და ქვეყნის სამჯობინაროს მდომი უნდა იყოს. რა მეფე ერთს წყალობას უზამს, მეორე მისი ქიშპი გაორგულდების.
ვაზირი ღვთის მავედრებელი და ჭკუის და სიბრძნის მჩხრეკელი ხამს და, რა კაცმა თავისი მტერი დაინახოს, გული აუდუღდეს და ჭკუა და მცნება დაეფანტოს.
ვაზირთ სიტყვა უნდა შეამოწმონ და, რომელი ამჯობინონ, იგი დაასკვნან. მტერნი ხომ არას ღონით სიტყვას არ შეამოწმებენ და, თუ შეამოწმებენ, კიდეც დამოყვრდებიან!
ვაზირთა მეფისა და ქვეყანისა დაყენებაც შეუძლიათ და წახდენაცა.
ძალიან კარგი ინფორმაციებია,გამოსადეგი
ReplyDelete