ანდაზები

რა არის ანდაზა?

ანდაზა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც „მაქსიმი“. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას „აფორიზმი“ ეწოდება. ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.
მიუხედავად დამრიგებლური ხასიათისა, მცდარია აზრი იმის შესახებ, თითქოს ანდაზა აუცილებლად წარმოადგენს სიბრძნეს (სახალხო სიბრძნეს) ან გვაწვდის პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნომრას. ხშირია მაგალითი იმისა, რომ ანდაზა ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში გავრცელებულ საერთო აზრს. არ არის გამართლებული ანდაზის ჩართვა ბავშვთა აღმზრდელობით პრაქტიკაში - ახსნისა და დასაბუთების გარეშე.

ფავორიტებში დამატებამამამ შვილი დედას არ უნდა აუმხედროსო.
ფავორიტებში დამატებაცხენი თუ სადავით მიგყავს, სიარულით არ დაიღლებიო.
ფავორიტებში დამატებასიტყვას ვერ დაეწევიო.
ფავორიტებში დამატებანამდვილი მხატვარი ყოველთვის გადაუხდის აბორტის საფასურს მენატურე ქალს.
ფავორიტებში დამატებავირს რქა არ ამოუვიდა და თავი პატარა ეგონაო.
ფავორიტებში დამატებაშვილი მშობელს თვალს არ უბრიალებსო.
ფავორიტებში დამატებასამშობლო მტკივა, სულით ხორცამდე მძრავს და მარყევს, მთლად მაზანზარებს.
ფავორიტებში დამატებამიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი.
ფავორიტებში დამატებალამაზი ცოლის პატრონსა - ძაღლი უნდა ჰყვეს ფრთხილიო.
ფავორიტებში დამატებაგლახა მოყვარეს კაი მტერი სჯობიაო.
ფავორიტებში დამატებაიაფი ყველაზე ძვირიაო.
ფავორიტებში დამატებანუგეში თავმოჭრილ მკვდარსაც ეთქმისო.
ფავორიტებში დამატებაკაცი არ ეთქმის ბოროტს და ქლესას, ვინც მოყვასს მტრობს და სამსალით გესლავს.
ფავორიტებში დამატებათეთრი თხისა ხარ ციკანო, შორით გეტყობა ვაცობა, დღეს ღვინო გალაპარაკებს, ხვალ ვნახოთ შენი კაცობა.
ფავორიტებში დამატებამტერი რომ ცხვირწინ დაგისკუპდება, რა დროს ქეიფია, ხმალი ვიღამ უნდა ალესოსო?
ფავორიტებში დამატებაშენ გძინავს, ვალი კი იზრდებაო.
ფავორიტებში დამატებატყეში ტურა არ გამოილევა.
ფავორიტებში დამატებაპატარა ეშმაკი დიდ ეშმაკს ატყუებდაო.
ფავორიტებში დამატებასაბუდრით ამოღებული კვერცხი სჯობს ნაყიდსაო.
ფავორიტებში დამატებაარა გიშავს თუთარაო, თუკი არა გიჩანს რაო.
ფავორიტებში დამატებაპანღური მეტკინება და არ მეწყინებაო.
ფავორიტებში დამატებაგიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა?
ფავორიტებში დამატებაჰა, შორსწასული და ჰა, შინმოუსვლელიო.

მუშას - საჭმელი, მუქთას - არაფერიო


ან­და­ზა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის ჟან­რია, ის რე­ა­ლო­ბას გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლუ­რი ფრა­ზით გან­სა­ზღვრავს. იუ­მო­რის­ტულ-სა­ტი­რუ­ლი ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ზე­პი­რად გა­და­ე­ცე­მა, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას გვას­წავ­ლის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ან­და­ზის დამ­რი­გებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­სა, მცდა­რია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ან­და­ზა აუ­ცი­ლებ­ლად ხალ­ხუ­რი სიბ­რძნის ნი­მუ­შია, ან მო­რა­ლი­სა და ეთი­კის ნორ­მა.
ისე­თი ან­და­ზე­ბიც არ­სე­ბობს, როცა ისი­ნი უმე­ცარ აზრს ეფუძ­ნე­ბა, თუმ­ცა ხალ­ხში მყა­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ერ­თო მო­საზ­რე­ბაა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ან­და­ზე­ბის ჩარ­თვა ახ­სნი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი ამა თუ იმ ფაქ­ტის, მოვ­ლე­ნის, ამ­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ან­და­ზებს მე­ტყვე­ლე­ბა­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ მათ ცხოვ­რე­ბა­ში თით­ქმის არას­დროს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. გვინ­და, მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ან­და­ზე­ბი გა­გახ­სე­ნოთ, რომ­ლებ­საც სა­უ­ბარ­ში ამა თუ იმ შემ­თხვე­ვის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ თუ და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ვამ­ბობთ ხოლ­მე:
ეგრე არ უნდა, თა­ყაო, შენ რომ მა­მუ­ლი გაჰ­ყაო.
ადრე ამ­დგარ­სა კურ­დღელ­სა, ვერ და­ე­წე­ვა მწე­ვა­რი.
ცუდი შემ­ნა­ხა­ვი ქურ­დზე უა­რე­სი­აო.
ავი ძაღ­ლი არც თვი­თონ შე­ჭამს, არც სხვას აჭ­მევ­სო.
ამი­რან გულ­ში მღე­რო­და - მთე­ბი ბანი მო­მე­ცი­თო.
ამ­ღვრე­ულ წყალ­ში თევზს ად­ვი­ლად იჭე­რე­ნო.
ან ვირი დარ­ჩე­ბა, ან ვი­რის პატ­რო­ნიო.
არ გა­თეთრდე­ბა ყო­რა­ნი, რაც გინ­და ხეხო ქვი­ში­თა.
არა მკი­თხე მო­ამ­ბეო, მი­ტყი­პეს და მი­აგ­დე­სო.
ას­ჯერ გა­ზო­მე და ერთხელ გა­ჭე­რიო.
აქ­ლე­მის და ნემ­სის ქურ­დი, ორი­ვე ქურ­დი­აო.
ენას ძვა­ლი არა აქ­ვსო.
რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო.
ერთი თხი­ლის გული ცხრა ძმამ გა­ი­ყოო.
ერთი მერ­ცხა­ლი გა­ზა­ფხულს ვერ მო­იყ­ვან­სო.
ერ­თმა ტა­ლა­ხი­ან­მა ღორ­მა ასი ღორი გას­ვა­რაო.
ეს ქვე­ყა­ნა კიბე არის: ზოგი ადის, ზოგი ჩა­მო­დი­სო.
ახა­ლი ცო­ცხი კარ­გად გვი­სო.
არა შეჯ­და მწყე­რი ხესა, არა იყო გვა­რი მი­სიო.
ბავ­შვის პი­რით ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღა­ღა­დებ­სო.
ბავ­შვს ჰკი­თხეს, რად სტი­რი, გამ­დის და ვტი­რიო.
ბარი-ბარ­სა, თოხი-ტარ­საო.
კარ­გი ცხე­ნი მათ­რახს არ და­იკ­რავ­სო.
ბედი მო­მეც და სა­ნეხ­ვე­ზე გა­და­მაგ­დეო.
გამ­გო­ნი გა­ი­გო­ნებ­სო.
გამ­შვე­ლე­ბელს მეტი მოხ­ვდე­ბაო.
გა­რე­უ­ლი მო­ვი­და, ში­ნა­უ­რი გა­აგ­დოო.
გა­ჭირ­ვე­ბა მიჩ­ვე­ნე და გაქ­ცე­ვას გიჩ­ვე­ნე­ბო.
დე­დის წინ მარ­ბე­ნალ კვიცს, მგე­ლი შე­შ­ჭამს, ან მგლის­ფე­რი ტუ­რაო.
ამ ან­და­ზებ­ში ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­კა­მა­თოც კი იყოს, არის თუ არა ჭკუ­ის­და­სა­რი­გე­ბე­ლი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტყვე­ლე­ბა­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ.
რაც არ უნდა იყოს, ვფიქ­რობ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში (ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში) ამ ან­და­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და... იქ­ნებ ამ­დე­ნი შეც­დო­მაც არ დაგ­ვეშ­ვა?!









3 comments:

  1. მეც გამოვიყენებ ამ მასალას

    ReplyDelete
  2. რა კარგად გაქვთ დალაგებული.მეც გავიზიარებ

    ReplyDelete
  3. მადლობა,მეც გავიზიარე

    ReplyDelete